I Feel You

„I Feel You“
სინგლიDepeche Mode
ალბომიდან Songs of Faith and Devotion
B-მხარე One Caress
გამოსვლის თარიღი 15 თებერვალი 1993
ჩაიწერა 1992
ჟანრი ელექტრონული როკი
ხანგრძლივობა 4:35 (ალბომის ვერსია)
4:27 (შესავალით)
ხმისჩამწერი ლეიბლი Mute Records
ავტორ(ებ)ი მარტინ გორი
პროდიუსერი Depeche Mode, Flood
Depeche Mode — სინგლების ქრონოლოგია
„World in My Eyes“
(1990)
I Feel You
(1993)
„Walking in My Shoes“
(1993)

I Feel You“ — ინგლისური ელექტრონული ჯგუფ Depeche Mode-ის დისკოგრაფიაში რიგით 27-ე სინგლი. იგი გამოიცა ბრიტანეთში, 1993 წლის 15 თებერვალს, როგორც პირველი სინგლი სტუდიური ალბომიდან Songs of Faith and Devotion. ბრიტანეთის ჩარტში მან #8 პოზიცია დაიკავა. დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით, ეს არის ჯგუფის კარიერაში ყველაზე მაღალ პოზიციაზე ნამყოფი სინგლი.

სინგლში ასევე შეტანილია სტუდიური ალბომიდან აღებული სიმღერის „One Caress“ განსხვავებული ვერსია, მხოლოდ მარტინ გორის ვოკალის ჩანაწერით.

სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია ანტონ კორბეინი. კლიპში მონაწილეობს ინგლისელი მსახიობი ლიზეტ ენტონი. რეჟისორ კევინ კერსლეიკის მიერ ტურის Devotional Tour პერიოდში აგრეთვე გადაღებული იქნა სიმღერის One Caress პრომო-ვიდეო. იგი შეტანილია ჯგუფის ვიდეოკრებულში The Videos 86–98, თუმცა მანამდე დრო და დრო ჩნდებოდა ტელეარხის MTV ალტერნატიული როკის ბლოკებში.


From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne