![]() | |
![]() iOS 17-ის ეკრანის ანაბეჭდი | |
შემქმნელი | Apple Inc. |
---|---|
ოპერაციული სისტემის ოჯახი |
UNIX-ის მსგავსი, დაფუძნებული Darwin-ზე (BSD) და macOS-ზე |
სამუშაო მდგომარეობა | მიმდინარე |
წყაროს მოდელი | დახურული წყარო |
პირველად გამოვიდა | 29 ივნისი, 2007 |
მარკეტინგული სამიზნე | სმარტფონები, პლანშეტები, პორტატული მედიადამკვრელები |
ხელმისაწვდომი ენები | 40[1][2][3][4] ენა |
განახლების მეთოდი | iTunes ან OTA (iOS 5 ან უფრო ახალი) |
მხარდაჭერილი პლატფორმები |
|
ბირთვის ტიპი | ჰიბრიდული (XNU) |
მომხმარებლის გრაფიკული გარემო |
Cocoa Touch (მრავალსენსორული,მომხმარებლის გრაფიკული გარემო) |
ლიცენზია | დაპატენტებული პროგრამული უზრუნველყოფა, გარდა ღია წყაროს კომპონენტების |
ოფიციალური საიტი | ოფიციალური საიტი |
iOS (ადრე iPhone OS) — მობილური ოპერაციული სისტემა, შექმნილი კომპანია Apple Inc.-ის მიერ სპეციალურად Apple-ის აპარატურისთვის. აღნიშნულ ოპერაციულ სისტემას იყენებს კომპანიის მიერ წარმოებული მოწყობილობები: iPhone, iPad, iPad Touch და iPad Mini. iOS არის რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი ოპერაციული სისტემა მსოფლიოში Android-ის შემდეგ. IPad-ის პლანშეტი ასევე 2013 წლიდან მოყოლებული არის მეორე ყველაზე პოპულარული გაყიდვების მხვრივ ანდროიდის შემდეგ.[5]
თავდაპირველად პროდუქტი ბაზარზე გამოჩნდა 2007 წლის 29 ივნისს და განკუთვნილი იყო მხოლოდ iPhone-ისთვის. ხოლო მოგვიანებით იგი ხელმისაწვდომი გახდა ეიპლის სხვა დანარჩენი მოწყობილობებისთვის. 2015 წლის იანვრის მონაცემით, ეიპლის ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა App Store-ზე განთავსებული არის 2 მილიონი აპლიკაცია,[6] ხოლო აქედან 725.000 კონკრეტულად iPad-ისთვის არის განკუთვნილი..[7] აღნიშნული მობილური აპლიკაციები, საერთო ჯამში, გამოტვირთული იქნა 130 მილიარდჯერ.[6]
iOS ხელმისაწვდომი არის 40 ენაზე,[8][9][10][11] დაფუძნებული არის XNU-ის კერნელზე (ბირთვზე). იგი აგებული არის macOS-ის ბაზაზე (ადრე ცნობილი, როგორც OS X) და იყენებს იმავე კომპონენტების ძირითად ნაკრებს, რასაც ოპერაციული სისტემა Darwin — თავსებადი POSIX-ის სტანდარტებთან. პირველი ვერსიიდან მოყოლებული iOS მუშაობს მხოლოდ პლანშეტურ კომპიუტერებსა და სმარტფონებზე, რომლებსაც გააჩნიათ ARM-ის არქიტექტურის პროცესორები.
iOS-ის ყოველი მომდევნო ვერსია გამოდის ყოველწლიურად. მიმდინარე ვერსია არის iOS 14, გამოსული 2020 წლის 16 სექტემბერს.[12]
|access-date=
-ში (დახმარება)