iPod | |
---|---|
![]() ამჟამად წარმოებული iPod-ები | |
მწარმოებელი | Apple |
ტიპი | პორტატული მედია დამკვრელი |
გამოშვების თარიღი | 2001 |
ონლაინ სერვისები | iTunes-ის მაღაზია |
iPod — პორტატული მედია დამკვრელების ბრენდი, გაშვებული 2001 წლის 23 ოქტომბერს, რომლის დიზაინს და მარკეტინგს კომპანია Apple ახდენს. ამჟამად ხაზი შედგება ძირითად, მყარ დისკზე დაფუძნებულ iPod Classic-ს, ძვირადღირებულ სენსორულ ეკრანიან iPod Touch-ს, საშუალო კლასისთვის განკუთვნილ ვიდეო შესაძლებლობებიანი iPod Nano-ს და დაბალფასიანი უეკრანო iPod Shuffle-ისგან. ყოფილი პროდუქტებია: კომპაქტური iPod Mini (რომელიც iPod Nano-მ შეცვალა) და ძვირადღირებული დამატებითი ხაზი iPod Photo (რომელიც რეინტეგრირებულ იქნა iPod Classic-ის ხაზში). iPod Classic-ის მოდელები მედიას შინაგან მყარ დისკზე ინახავს, დანარჩენი მოდელები, გარდა Microdrive-ზე დაფუძნებული მინისა, მათი მცირე ზომის გათვალისწინებით, ფლეშ მეხსიერებაზე არის დაფუძნებული. სხვა ციფრული მედია დამკვრელების მსგავსად, iPod-ების ინფორმაციის გარეგან მატარებლებად გამოყენებაც არის შესაძლებელი.
iPod-ებში მედიის გადასატანად Apple-ის პროგრამა iTunes გამოიყენება. iTunes ჯუკბოქს-პროგრამაა, რომელიც კომპიუტერში არსებული მუსიკალური ფაილებისგან შედგენილ მუსიკალურ ბიბლიოთეკას ინახავს; ასევე შეუძლია კომპაქტ დისკების წაკითხვა, ჩაწერა და კოპირება. მისივე მეშვეობით ხდება კომპიუტერიდან ვიდეოების, კალენდრის მოვლენების, კონტაქტების და თამაშების iPod-ის იმ მოდელებში შეტანა, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილების მხარდაჭერა აქვს. 2007 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით iPod-ის ხაზის 199 მილიონი ერთეულია გაყიდული, რითაც ის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი დამკვრელია.