I Ain't Mad at Cha

„I Ain't Mad at Cha“
სინგლიტუპაკ შაკური
ალბომიდან All Eyez on Me
გამოსვლის თარიღი 15 სექტემბერი 1996
ჩაიწერა 12 ოქტომბერი 1995
ჟანრი რეპი
ხანგრძლივობა 4:53
ხმისჩამწერი ლეიბლი Death Row/Interscope
პროდიუსერი დეზ დილინჯერი
ტუპაკ შაკური — სინგლების ქრონოლოგია
„How Do U Want It“
(1996)
I Ain't Mad at Cha
(1996)
„Toss It Up“
(1996)

I Ain't Mad at Cha“ — ამერიკელი რეპერ ტუპაკ შაკურის სიმღერა და სინგლი, ალბომიდან All Eyez on Me. იგი გამოვიდა 1995 წელს. სიმღერა ჩაიწერა ტუპაკის მიერ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ. სინგლი გამოიცა ტუპაკის გარდაცვალებიდან 2 დღის შემდეგ.

ისევე, როგორც ტუპაკის ბევრი სხვა სიმღერა, ეს კომპოზიციაც შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას, რის გამოც იკრძალებოდა მისი ტელეეთერში დემონსტრირება. ამის გამო, მუსიკალური ვიდეოს ვერსიაში უცენზურო სიტყვები ტექსტში ჩანაცვლებულია ალტერნატიული ფრაზებით, ხოლო მესამე სტროფი სრულიად განსხვავებული ტექსტით არის წარმოდგენილი.

სიმღერაში რეპერი საუბრობს მეგობრებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ მანამდე იცნობდა, სანამ სახელს გაითქვამდა. საგულისხმოა, რომ სინგლს დიდი პოპულარობა ხვდა წილად ბრიტანეთში - ჩარტში #13 ადგილის სახით.


From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne