Id Software

Id Software
ტიპი შვილობილი კომპანია
დარგი ინტერაქტიული გართობა
ვიდეო თამაშები
დაფუძნდა 1 თებერვალი, 1991
დამაარსებელი ჯონ კარმაკი
ადრიან კარმაკი
ტომ ჰოლი
ჯონ რომერო
სათავო ოფისი რიჩარდსონი, ტეხასი, აშშ
მმართველი
ტიმ უილიტსი (სტუდიის დირექტორი)
პროდუქცია Wolfenstein (1992-)
Doom (1993–)
Quake (1996–)
Rage (2011)
მფლობელი ZeniMax Media
თანამშრომელი 200 (2011)[1]
საიტი idsoftware.com

id Softwareამერიკული ვიდეო თამაშების შემქმნელი კომპანია, რომელიც მდებარეობს რიჩარდსონში, ტეხასში. კომპანია დაფუძნებული იქნა 1991 წელს კომპანია Softdisk-ის 4 წევრის ჯონ კარმაკის, ჯონ რომეროს, ტომ ჰოლის, ადრიან კარმაკისა და ბიზნესმენ ჯეი უილბერის მიერ[2].

id Software-მა შეიმუშავა უამრავი ტექნოლოგიური ინოვაციები ვიდეო თამაშების განხრით PC პლატფორმისთვის (კერძოდ windows-სა და MS-DOS-ისთვის). ასევე მათ შექმნეს ისეთი ცნობილი თამაშების ფრენჩაიზები, როგორებიც არის Wolfenstein, Doom და Quake.

კომპანია, ასევე ჩართული იყო პირველი პირის მსროლელის ჟანრის თამაშების შექმნაში. Wolfenstein 3D ითვლება პირველ FPS ჟანრის თამაშად, Doom-მა პოპულარიზაცია გაუწია აღნიშნულ ჟანრს, ხოლო რაც შეეხება Quake-ს, ის არის პირველი შუტერი, რომელსაც გააჩნდა მრავალმოთამაშიანი ონლაინ რეჟიმი.

2009 წლის 24 ივნისს კომპანია შეიძინა ZeniMax-მა.

  1. 4 აგვისტო, 2011. (2011-08-05) QuakeCon 2011 Carmack's Keynote. youtube. ციტირების თარიღი: 2011-08-06.
  2. Burney, Nabeel; Wilbur, Jay (2011-01-24). „Interview with Epic Games' Jay Wilbur“. Slowdown. ციტირების თარიღი: 2011-04-04. For the same-named British bandleader, see Jay Wilbur (1898–1970).

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne