„Inertia Creeps“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი — Massive Attack | ||||
ალბომიდან Mezzanine | ||||
B-მხარე | "Reflection" | |||
გამოსვლის თარიღი | 17 ნოემბერი 1998 | |||
ჩაიწერა | 1997-98 | |||
ჟანრი | ტრიპ-ჰოპი, ელექტრონული მუსიკა[1], დაუნტემპო | |||
ხანგრძლივობა | 5:56 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Virgin Records | |||
ავტორ(ებ)ი | 3D, Daddy G, Mushroom | |||
პროდიუსერი | ნილ დევიჯი | |||
Massive Attack — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
Inertia Creeps — ინგლისური ტრიპ-ჰოპ ჯგუფის, Massive Attack-ის, სიმღერა, რომელიც სინგლის სახით გამოვიდა 1998 წლის 17 ნოემბერს. ეს არის მეოთხე და ბოლო სინგლი მათი მესამე სტუდიური ალბომიდან Mezzanine და მე-11 სინგლი საერთო ჯამში. მასში გამოყენებულია სემპლი ახალი ტალღის ჯგუფის, Ultravox-ის, სიმღერიდან „ROckWrok“.
მუსიკალურმა ვიდეომ, რომლის რეჟისორია უოლტერ შტერნი, 3 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა YouTube-ზე [2]. Mezzanine-ის ოთხი სინგლიდან ეს აღმოჩნდა კომერციულად ყველაზე ნაკლებად მომგებიანი.