King Crimson

King Crimson

ჯგუფის გამოსვლა საპოროში (იაპონია), 2018 წელს. მარცხნიდან: პეტ მასტელოტო, ტონი ლევინი, ბილ რიფლინი, ჯერემი სტეისი, ჯაკო ჯეკზიკი, გევინ ჰარისონი და რობერტ ფრიპი (მელ კოლინზი არ ჩანს)
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი
აქტიური
  • 1968–1974
  • 1981–1984
  • 1994–2004
  • 2007–2009
  • 2013–2021
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი dgmlive.com
King Crimson ვიკისაწყობში

King Crimsonინგლისური როკ-ჯგუფი, დაარსებული ლონდონში 1968 წელს. მისმა შემადგენლობამ მრავალი ცვლილება განიცადა, საერთო ჯამში სხვადასხვა დროს 21 მუსიკოსის გაწევრიანებით თუ ჯგუფიდან წასვლით. 2017 წლის იანვრიდან მასში შედიან რობერტ ფრიპი, ჯაკო ჯეკზიკი, ტონი ლევინი, მელ კოლინზი, პეტ მასტელოტო, გევინ ჰარისონი, ბილ რიფლინი და ჯერემი სტეისი. ფრიპი King Crimson-ის ერთადერთი მუდმივი წევრია, ისევ, როგორც ლიდერი. ჯგუფი საკულტო სტატუსს ატარებს.[1] VH1-ის „მძიმე როკის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში“ მას 87-ე ადგილი უკავია.[2]

წარმოშობილი წარუმატებელი ტრიოდან Giles, Giles and Fripp, King Crimson, განსაკუთრებით არსებობის პირველი ხუთი წლის განმავლობაში, პროგრესულ როკში გავლენიან კოლექტივად იქცა[3] - საკუთარი ინსტრუმენტული სტანდარტებით და სიმღერების რთული სტრუქტურებით. სადებიუტო ალბომი, In the Court of the Crimson King (1969), კვლავ მათი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი დისკია, ჯაზის, კლასიკური და ექსპერიმენტული მუსიკის ელემენტებით.[4] წარმატებას მოჰყვა 1969 წელს ლონდონის ჰაიდ-პარკში როლინგ სტოუნზის მხარდამჭერი ჯგუფის სახით გამოსვლა. ნაკლებად წარმატებული იყო შემდგომი ალბომები - In the Wake of Poseidon (1970), Lizard (1970) და Islands (1971), თუმცა ჯგუფმა ახალ შემოქმედებით მწვერვალს მიაღწია ალბომებით Larks' Tongues in Aspic (1973), Starless and Bible Black (1974) და Red (1974). ფრიპმა King Crimson 1974 წელს დაშალა.

1981 წელს ჯგუფი აღდგა, ახალი მუსიკალური მიმართულებით და შემდეგი სამი წელი იარსება, გამოსცა რა ალბომების სამეული - Discipline (1981), Beat (1982) და Three of a Perfect Pair (1984). ათწლიანი შესვენების შემდეგ 1994 წელს King Crimson დაბრუნდა და გამოსცა Thrak (1995). 1997 წლიდან ოფიციალურად არსებობს როგორც ჯგუფის წევრებისგან, ასევე სხვა მუსიკოსებისგან შემდგარი კოლექტივები საერთო სახელწოდებით ProjeKCts. 2000 წელს გამოვიდა ალბომი The Construkction of Light, ხოლო 2003 წელს - The Power to Believe. 2014―2021 წლებში King Crimson მართავდა ტურნეებს, რომელთა ფარგლებში ასრულებდა მასალას ყველა ალბომიდან.

  1. ედერი, ბრიუს. King Crimson-ის ბიოგრაფია. Allmusic. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო 2007.
  2. VH1's 100 Greatest Artists of Hard Rock
  3. In the Court of the Crimson King. ABC Gold & Tweed Coasts (abc.net.au). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2006. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო 2007.
  4. ბაკლი 2003, გვ. 477, „21st Century Schizoid Man“-ის კატაკლიზმური მძიმე მეტალით დაწყება და კათედრალური ფორმატის სასათაურო სიმღერით დახურვა.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne