![]() | |
![]() კონამის შტაბ-ბინა ტოკიოში | |
ტიპი | კაბუსიკი გაისა |
---|---|
დარგი |
გართობა, ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | 21 მარტი, 1969 |
სათავო ოფისი | ტოკიო, იაპონია |
მმართველი |
კაგემასა კოძუკი (თავმჯდომარე) ტაკუია კოძუკი (პრეზიდენტი) |
პროდუქცია | ვიდეო თამაშები |
შემოსავალი |
![]() |
მთლიანი შემოსავალი |
![]() |
სუფთა მოგება |
![]() |
მფლობელი | Kozuki Family[2] |
თანამშრომელი | 4,606[3] |
შვილობილ(ებ)ი | 4K Media Inc. |
საიტი | ოფიციალური საიტი |
Konami Holdings Corporation (იაპონ. 株式会社コナミホールディングス კონამი კაბუსიკი გაისა; უკეთ ცნობილი, როგორც Konami?) — გასართობების მწარმოებელი იაპონური კომპანია, რომელიც ქმნის და დისტრიბუციას უწევს საკოლოექციო ბარათებს, ანიმეს, სლოტ აპარატებს, არკადულ აპარატებსა და ვიდეო თამაშებს.
Konami ცნობილია ისეთი განთქმული ვიდეო თამაშების სერიების შექმნით, როგორებიცაა „Castlevania“, „Contra“, „Dance Dance Revolution“, „Frogger“, „Gradius“, „Metal Gear“, „Pro Evolution Soccer“, „Silent Hill“, „Suikoden“ და „Yu-Gi-Oh!“. 2012 წელს, კომპანია Hudson Soft-ის შთანთქმის შედეგად მის საკუთრებაში გადავიდა რამდენიმე თამაში, მათ შორის „Adventure Island“, „Bonk“, „Bloody Roar“, „Bomberman“, „Far East of Eden“ და „Star Soldier“. Konami არის მეოცე უმსხვილესი ვიდეო თამაშების კომპანია მსოფლიოს მასშტაბით შემოსავლების მხრივ.[4]
კომპანია დაარსდა 1969 წელს,[5][6] ტოიონაკაში, ოსაკა, იაპონია, კაგემასა კოზუკის მიერ (რომელიც დღემდე რჩება Konami-ს თავმჯდომარედ) და დაკავებული იყო მუსიკალური ავტომატების გაქირავებითა და შეკეთებით. დასახელება "Konami" მომდინარეობს დამაარსებლის, კაგემასა კოზუკის და მისი პარტნიორების, ესინობუ ნაკამის, ჰირო მაცუდის და სეკიტი იისიჰარის გვარებიდან, რომლებმაც ერთობლივად დააფუძნეს Konami Industry Co., Ltd.[7]
კონამის შტაბ-ბინა მდებარეობს ტოკიოში. აშშ-ში Konami ვიდეო თამაშების ბიზნესს მართავს მისი ოფისის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ელ-სეგუნდოში, კალიფორნია. ის ასევე ოფისს ფლობს სიდნეიში, ავსტრალია. 2016 წლის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით Konami-ს განკარგულებაში იყო 21 შვილობილი კომპანია.[3]
<ref>
;
სქოლიოსათვის konami.co.jp
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის auto
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის newzoo
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის Corporate
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის IGN-history
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის Hongkiat
არ არის მითითებული ტექსტი; $2