Lady Gaga Fame
| ||
---|---|---|
სარეკლამო პოსტერი.
| ||
სუნამო ლედი გაგა-სგან | ||
დასახელება | უნისექსი | |
არომატი | ყვავილოვანი ხილი | |
ზედა ნოტი | ბელადონა | |
გულის ნოტი | გარგარი, თაფლი, ორქიდეა | |
ქვედა ნოტი | არაბული ჟასმინი, საკმეველი | |
გამოშვების თარიღი | 1 აგვისტო, 2012 | |
ლეიბლი | Haus Laboratories პარტნიორობით Coty, Inc.-თან. | |
სლოგანი | The first ever black eau de parfum | |
შემდეგი სუნამო | Eau de Gaga | |
საიტი | hauslaboratories.com | |
Lady Gaga Fame (ქართ. ლედი გაგა დიდება) — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას პირველი სუნამო, იგი გამოვიდა 2012 წლის აგვისტოში გაგას მიერ ჩამოყალიბებულ სუნამოების ლეიბლზე Haus Laboratories პარტნიორობით ფრანგულ კომპანიასთან Coty, Inc. სუნამო შექმნილია უახლესი თანამედროვე თხევადი ტექნოლოგიებით და არის მსოფლიოში პირველი შავი ფერის სუნამო, მიუხედავად ამისა სუნამო დასხმის დროს კვალს არ ტოვებს და ხდება უფერული. სუნამო არის უნისექსი და განკუთნილია როგორც ქალებისთვის ასევე მამაკაცებისთვის. სუნამოს აქვს ყვავილოვანი ხილის არომატი, მისი იგრედიენტებია: ზედა ნოტი – ყვავილ ბელადონას ცრემლები; გულის ნოტი – გარგრის ფხვნილი, ლეოპარდის პრინტიანი ფურცლების მქონე ორქიდეას დასრესილი გული და თაფლის წვეთები; ქვედა ნოტი – არაბული ჟასმინი და საკმეველი. სუნამოს კოლექცია მოიცავს ტანის ლოსიონს, ტანის გელს და შავ საპონს. დამატებით ასევე გამოიცა სხვადასხვა საჩუქრები: სასცუქრე ჩანთა, მზის სათვალეები, ყალბი ფრჩხილები, დროებითი ტატუ და სხვა.
სუნამოს სარეკლამო ფოტოები და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო ამერიკელმა ფოტოგრაფმა სტივენ კლეინმა, ფილმში გამოყენებულია გაგას სიმღერა Scheiße რომელიც შესულია მის მეორე სტუდიურ ალბომში Born This Way (2011). ფილმის პრემიერა შედგა ნიუ-იორკში გუგენჰაიმის მუზეუმში სუნამოს პრეზენტაციასთან ერთად. 2013 წლის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია სუნამოს 30 მილიონზე მეტი ფლაკონი რომლის შემოსავალმაც შეადგინა 1.3 მილიარდი აშშ დოლარი.