Larks' Tongues in Aspic | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 23 მარტი, 1973 | |||
ჩაიწერა | იანვარი-თებერვალი, 1973, ლონდონი | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, ექსპერიმენტული როკი | |||
ხანგრძლივობა | 46:36 | |||
ლეიბლი |
Island Records Atlantic Records Polydor Records E.G. Records Virgin Records | |||
პროდიუსერი | King Crimson | |||
King Crimson — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
რობერტ კრისტგოუ | B−[2] |
პიერო სკარუფი | 7/10[3] |
Larks' Tongues in Aspic (ქართ. ტოროლების ენები ლაბა-სხმულში) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ King Crimson-ის 1973 წლის სტუდიური ალბომი. ეს დისკი ჩაწერილია ჯგუფის მესამე შემადგენლობით, რობერტ ფრიპის, ჯონ უეტონის, დევიდ კროსის, ჯეიმი მიუირიისა და ბილ ბრუფორდის სახით. ალბომზე მკვეთრად წამოწეულია ვიოლინოს ჟღერადობა და სხვადასხვა ეკზოტიკური ინსტრუმენტი, როგორიც არის მბირა. ალბომის სახელწოდების ავტორია ჯეიმი მიუირიი - იგი კარგად აღნიშნავს იმას, თუ რა არის ამ დისკში - რაღაც მსხვრევადი და ნაზი, ანუ ტოროლების ენები გველგესლაში - ანუ უხეშთან შეხამებული ნაზი მელოდიები.
სასათაურო კომპოზიციამ ჩაუყარა საფუძველი მსგავსი სახელწოდების მქონე ინსტრუმენტული ნომრების სერიას, რომლებიც მომავალში შეტანილი იქნა სხვა ალბომებში.