Live at the Rainbow '74 — ინგლისური როკ ჯგუფ Queen-ის საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოიცა 2014 წლის სექტემბერში. იგი გამოვიდა CD, ორმაგი CD, DVD, SD Blu-ray და ოთხმაგი გრამფირფიტის ფორმატებში, აგრეთვე სპეციალური ყუთის სახით, რომელშიც შეტანილია 1974 წლის ტურნეს სუვენირები. ერთ დისკიანი ვერსია და ვიდეო გამოცემები შეიცავენ Sheer Heart Attack Tour-ის კონცერტს, რომელიც ჩაწერილია ლონდონის Rainbow Theatre-ში 1974 წლის 20 ნოემბერს. ორმაგ CD-სა და გრამფირფიტაზე შეტანილია ეს მასალა და კიდევ ერთი კონცერტი, გამართული იგივე ადგილზე, 31 მარტს, Queen II Tour-ის ფარგლებში. DVD და Blu-ray შეიცავენ ოთხ დამატებით სიმღერას ამ უკანასკნელი ტურნედან. ნოემბრის კონცერტის კადრები 1992 წელს გამოვიდა VHS ფორმატში, ბოქს-სეტში Box of Tricks.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Everley, Dave. (ოქტომბერი 2014) . Classic Rock.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Blake, მარკ. (ოქტომბერი 2014) . Mojo.
- ↑ Sweeney, Joe. (20 ოქტომბერი 2014) Queen: Live at the Rainbow '74. PopMatters. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2014.