Live from the Point Depot | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
საკონცერტო ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 23 ნოემბერი, 2004 | |||
ჩაიწერა | 31 დეკემბერი, 1989, თეატრი Point, დუბლინი, ირლანდია | |||
ჟანრი | როკი | |||
ლეიბლი | Island / Interscope | |||
U2 — ქრონოლოგია | ||||
|
Live from the Point Depot — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 2004 წელს. იგი ჩაწერილი იქნა ჯგუფის ტურნეს Lovetown Tour მსვლელობისას, 1989 წელს, დუბლინში. ეს შოუ საერთაშორისო მასშტაბით, რადიოეთერის მეშვეობით გადაიცემოდა და იქცა ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბუტლეგად. ჩანაწერი იმდენად პოპულარული იყო, რომ ჯგუფის ფანების ჟურნალის Propaganda მე-12 ნომერში სპეციალური დანართიც დაიბეჭდა, ბუტლეგის ყდით, რომლის ამოჭრა და კასეტაში ჩადება შეიძლებოდა.[1]
2004 წელს ეს ბუტლეგი გამოიცა კრებულთან The Complete U2 ერთად.