Living in the Past

Living in the Past
კომპილაციური ალბომი
გამოცემის თარიღი 23 ივნისი, 1972
ჩაიწერა 1968 - 1971
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 87:28
ლეიბლი Chrysalis
პროდიუსერი იენ ანდერსონი, ტერი ელისი, ჯეთრო ტალი
ჯეთრო ტალი — ქრონოლოგია
Thick as a Brick
(1972)
Living in the Past
(1972)
A Passion Play
(1973)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4.5/5 stars [1]
The Rolling Stone Record Guide5/5 stars [2]
Rolling Stone (1973)(კეთილგანწყობილი) [3]
Sounds(კეთილგანწყობილი) [4]

Living in the Pastბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯეთრო ტალის ორმაგი ალბომი, რომელიც არის მისი საუკეთესო სიმღერების კომპილაცია. იგი 1972 წელს გამოვიდა. გარდა ცნობილი სიმღერებისა, ალბომში თავმოყრილია ჯგუფის იშვიათი სიმღერები, სინგლები და მათი B-მხარეებიც. ორი მათგანი, By Kind Permission Of და Dharma for One, ჩაწერილია კარნეგი-ჰოლში გამართულ კონცერტზე.

ალბომის სახელწოდება მომდინარეობს ამავე სახელწოდების სიმღერიდან, რომელიც ბრიტანეთში სინგლის სახით გამოიცა 1969 წლის მაისში. აღსანიშნავია გამოცემის ბუკლეტი, რომელსაც თან ახლდა 50-მდე ფოტოსურათი.

აშშ-ში ალბომი მოხვდა ჩარტის #3 ადგილზე და მოიპოვა ოქროს სტატუსი. სასათაურო კომპოზიცია იქცა ჯეთრო ტალის პირველ ჰიტად შტატებში, რომელიც მოხვდა 40 საუკეთესო სინგლის სიაში.

  1. Bruce Eder. Jethro Tull - Living in the Past (1972) album review, credits & releases at AllMusic.com. AllMusic. ციტირების თარიღი: 1 May 2015.
  2. Marsh, Dave; Swenson, John (Editors). The Rolling Stone Record Guide, 1st edition, Random House/Rolling Stone Press, 1979, p. 193.
  3. Gordon Fletcher. (15 February 1973) Jethro Tull - Living in the Past (1972) album review at Rolling Stone. TullPress.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016. ციტირების თარიღი: 3 June 2015.
  4. Billy Walker. (24 June 1972) Jethro Tull - Living in the Past (1972) album review at Sounds. TullPress.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016. ციტირების თარიღი: 3 June 2015.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne