Marillion | |
---|---|
![]() Marillion 2021 წელს: მარცხნიდან მარჯვნივ: პიტ ტრევავასი, იენ მოსლი, სტივ ჰოგართი, მარკ კელი და სტივ როზერი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ეილსბერი, ბაკინგემშირი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1979 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | EMI, Capitol, Castle, Racket, Intact, IRS, Caroline, Sanctuary, Velvel/Koch, Edel, Liberty, Pony Canyon |
წარმოქმნილი ჯგუფები |
|
წევრები |
სტივ ჰოგართი სტივ როზერი პიტ ტრევავასი მარკ კელი იენ მოსლი |
ყოფილი წევრები |
ფიში მიკ პოინტერი დიზ მინიტი ბრაიან ჯელიმენი დაგ ირვინი |
საიტი | marillion.com |
Marillion ვიკისაწყობში |
Marillion (/məˈrɪliən/) — ბრიტანული როკ-ჯგუფი ეილსბერიდან (ბაკინგემშირი), რომელიც ჩამოყალიბდა 1979 წელს. ეს არის 1980-იანების ნეო-პროგრესული როკის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი.[5] დღეისთვის მას მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 15 მილიონზე მეტი ალბომი.[6]
1982 წლიდან კოლექტივს გამოცემული აქვს 17 სტუდიური ალბომი, რომელიც ძირითადად განიხილება ორი სხვადასხვა პერიოდის ფარგლებში. პერიოდების დაყოფა განისაზღვრება ჯგუფიდან 1988 წლის ჯგუფის ლიდერ ფიშის წასვლის მომენტით და იმავე წელს ვოკალისტ სტივ ჰოგართის შემოერთებით. 1983-1994 წლებში ჯგუფმა გამოსცა რვა ალბომი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ჩარტების ათეულებში მოხვდა, მათ შორის 1985 წლის Misplaced Childhood (#1). ფიშის ლიდერობის პერიოდში ბრიტანეთის სინგლების ჩარტში ჯგუფს ჰქონდა 11 სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 40-ეულებში, მათ შორის 1985 წლის "Kayleigh" (#2), Marillion-ის ყველაზე ცნობილი ჰიტ-სინგლი. პირველი ალბომი, გამოცემული ჰოგართთან ერთად, 1989 წლის Seasons End, საუკეთესო ათეულის კიდევ ერთ ჰიტად იქცა. EMI-დან Marillion-ის წასვლამდე ყველა ალბომი ჩარტებში წარმატებით სარგებლობდა. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ჯგუფის მეინსტრიმულმა პოპულარობამ იკლო.[7] თუმცა, Marillion საკულტო ჯგუფად იქცა. [8] ჰოგართთან ერთად Marillion-ს აქვს 12 სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 40-ეულებში, მათ შორის 2004 წლის "You're Gone" (#7), სტივის ჯგუფში მონაწილეობის პერიოდის ყველაზე დიდი ჰიტი. ჯგუფი განაგრძობს საკონცერტო გამოსვლებს სხვადასხვა ქვეყანაში. 2008 წელს ჟურნალმა Classic Rock ისინი ყველა დროის 50 საუკეთესო საკონცერტო შემსრულებლის სიაში 38-ე პოზიციაზე დაასახელა.[9]
Marillion ითვლება ერთ-ერთ პირველ მეინსტრიმულ მუსიკალურ კოლექტივად, რომელმაც დაიწყო მსმენელებთან ინტერნეტის მეშვეობით ურთიერთობა.[10][11] ჯგუფის მიერ ინტერნეტის გამოყენების ისტორია აღწერილია მაიკლ ლუისის წიგნში Next: The Future Just Happened. Marillion-ის ფან-კლუბი The Web დაარსდა ფიშის ლიდერობის პერიოდში, ხოლო თაყვანისმცემლები საკუთარ თავს უწოდებენ Freaks-ს (ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერის სახელწოდების მიხედვით).[10] მოყვარულთა მთელი ჯგუფები მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კონვენციებზე[12][13]. 2001 წელს ალბომის Anoraknophobia გამოცემა მოხერხდა მსმენელებისგან წინასწარ შეგროვებული თანხით, რასაც BBC-მ „დაფინანსების უნიკალური კამპანია“ უწოდა.[14] The Guardian-ში ალექსის პეტრიდისი წერდა, რომ Marillion-ის მუსიკოსები არიან „ფანების მიერ დაფინანსებული მუსიკის უდავო პიონერები.“[15]