Meddle | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 30 ოქტომბერი, 1971 | |||
ჩაიწერა | 4 იანვარი – 11 სექტემბერი, 1971[1] | |||
სტუდია | AIR Studios, ები-როუდის სტუდიები და Morgan Studios, ლონდონი | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 46:45 | |||
ლეიბლი | Harvest | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Meddle | ||||
|
რეტროსპექტიული მიმოხილვები | |
---|---|
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [2] |
Blender | |
რობერტ კრისტგოუ | B–[3] |
The Daily Telegraph | [4] |
The Great Rock Discography | 8/10[5] |
MusicHound | [6] |
Q | [7] |
The Rolling Stone Album Guide | [8] |
Virgin Encyclopedia of Popular Music | [5] |
Meddle — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეექვსე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1971 წლის 30 ოქტომბერს. ალბომი ჩაიწერა სხვადასხვა სტუდიაში, საკონცერტო ტურნეს მსვლელობასთან ერთად, 1971 წლის იანვარ–აგვისტოში.
ჯგუფს ახალი ალბომისთვის არ ჰქონდა რამე სახის მასალა, ამიტომ დაიწყო მუსიკალური ექსპიმენტები, რომლებიც გადაიზარდა ალბომის მთავარ კომპოზიციაში "Echoes". მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის უფრო გვიანდელი ალბომები გამოირჩეოდნენ ცენტრალური თემით, რასაც ერთვოდა როჯერ უოტერსის მიერ შექმნილი ტექსტები, Meddle იყო ჯგუფური მცდელობა, თითო წევრის მიერ დაწერილი ტექსტით. იგი ითვლება სიდ ბარეტის გავლენის ქვეშ მყოფი პინკ ფლოიდის გარდაქმნის წერტილად.[9] გარეკანი, რომელზეც გამოსახულია წყლის ქვეშ მოთავსებული ყური, შექმნილია Hipgnosis-ის მიერ, თუმცა სტორმ თორგერსონი საბოლოო შედეგით უკმაყოფილო იყო.
ალბომი მუსიკალურმა კრიტიკოსებმა გამოსვლის შემდეგ დადებითად შეაფასეს. თუმცა, მიუხედავად ბრიტანეთში მისი კომერციული წარმატებისა, აშშ-ში, უფრო მეტად პრომო კამპანიის სუსტი მხარეების გამო, ალბომი შედარებით მცირე ტირაჟით იყიდებოდა.