Mega Duck | |
---|---|
![]() | |
![]() | |
სხვა სახელწოდებები | Cougar Boy |
მწარმოებელი | Welback Holdings |
გამოშვების თარიღი | 1993 |
თავდაპირველი ფასი | 60 ევრო |
კვება | 4 ცალი AA ბატარეა ან 300 მილიამპერი AC ადაპტერი |
პროცესორი | Zilog Z80 @ 4.194304 მჰც |
მეხსიერება | 16 KB RAM |
ხმა | ჩაშენებული დინამიკი |
კონტროლერის შეტანა | მიმართულები 4 ღილაკი, A, B, Select და Start |
Mega Duck (აგრეთვე ცნობილი როგორც Cougar Boy) — მეოთხე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული ჰონგ-კონგური კომპანია Welback Holdings-ის მიერ 1993 წელს.[1]
მსოფლიოს მასშტაბით, კონსოლის რეალიზაციას ახდენდნენ სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის Creatronic და Videojet.[2] სამხრეთ ამერიკაში (ძირითადად ბრაზილიაში), Creatronic-ს ვერსიას დისტრიბუციას უწევდა Cougar USA (Cougar Boy-ის სახელწოდების ქვეშ). მიუხედავად ამისა, Cougar Boy აშშ-ში არ გამოსულა. კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 60 ევროს.[3]
Mega Duck-ის კარტრიჯები თითქმის Watara Supervision-ის იდენტურია, თუმცა ზომით ოდნავ პატარაა.[4] ასევე შესამჩნევი მსგავსებაა შიდა ტექნიკური კუთხითაც. თუმცა Supervision-ის LCD ეკრანი Mega Duck-ის ეკრანზე საკმაოდ დიდია.[5] კონსოლზე განთავსებული იყო ხმის/კონტრასტის მარეგულირებელი, კონტროლერის ღილაკები (მიმართულების 4 ღილაკი, A, B, Select და Start), ჩაშენებული დინამიკი და კონექტორი. იგი მოიხმარდა Zilog Z80-ის ცენტრალურ პროცესორს 4.194304 მჰც ტაქტური სიხშირით, 16 KB ოპერატიულ მეხსიერებას, ოთხცალ AA ბატარეას და 300 მილიამპერ AC ადაპტერს. საერთო ჯამში მასზე ხელმისაწვდომი იყო 30-მდე ვიდეო თამაში.[2]