Moment of Glory — გერმანული როკ ჯგუფ სკორპიონსის კომპილაციური ალბომი. იგი ჩაიწერა ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის მონაწილეობით და გამოვიდა 2000 წელს.
ალბომში შეტანილია ჯგუფის სიმღერები ახალი არანჟირებით, ორკესტრული თანხლებით, ისევე, როგორც ორკესტრული ჩანართები, ახალი სიმღერა და ერთი ქავერ-ვერსია. თავდაპირველად მასალაზე უნდა ემუშავა ინგლისელ კომპოზიტორ ენდრიუ პაუელს, ხოლო მაიკლ კემენი უნდა ყოფილიყო ორკესტრული ნაწილის არანჟირების ავტორი. მას შემდეგ, რაც უკანასკნელი გადაერთო მეტალიკის პროექტზე S&M, ჯგუფს დაეხმარა ავსტრიელი არანჟირების ავტორი და დირიჟორი კრისტიან კოლონოვიცი.[3]
- ↑ Huey, Steve. Scorpions Moment of Glory: The Scorpions with the Berlin Philharmonic review. AllMusic. Rovi Corporation. ციტირების თარიღი: 2012-12-08.
- ↑ Seibert, Perry. Scorpions Moment of Glory: Live (Video/DVD) review. AllMusic. Rovi Corporation. ციტირების თარიღი: 2012-12-08.
- ↑ Michael Custodis, chapter: Moment of Glory - The Scorpions und die Berliner Philharmoniker, in: Klassische Musik heute. Eine Spurensuche in der Rockmusik, Bielefeld transcript-Verlag 2009 ISBN 978-3-8376-1249-3