Mortal Kombat | |
---|---|
![]() სერიის ლოგო | |
ჟანრები | საბრძოლო |
დეველოპერ(ებ)ი |
Midway Games Avalanche Software Point of View, Inc. Eurocom Midway Studios Los Angeles Just Games Interactive Other Ocean Interactive NetherRealm Studios |
გამომცემელი |
Williams Entertainment Warner Bros. Interactive Entertainment |
შემქმნელ(ებ)ი |
ედ ბუნი ჯონ ტობიასი |
პლატფორმები | არკადული ავტომატი, Microsoft Windows, Sega Mega Drive, Sega Saturn, Dreamcast, Super Nintendo, Wii] Nintendo DS, Nintendo 64, Game Boy, Game Boy Advance, PlayStation, PlayStation 2, PlayStation 3, PlayStation 4, PlayStation Portable, PlayStation Vita, Xbox, Xbox 360, Xbox One, Java, iOS, ZX Spectrum, Android |
თავდაპირველი პლატფორმა | არკადა თამაში |
პირველი გამოცემა |
Mortal Kombat 8 ოქტომებერი, 1992 |
ბოლო გამოცემა |
Mortal Kombat XL 1 მარტი, 2016 |
სპინ-ოფები | მოქმედებითი-სათავგადასავლო თამაშები, მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული ფილმები, სატელევიზიო სერიალები, კომიქსები, კარტული თამაშები და სხვადასხვა შოუები |
Mortal Kombat, შემოკლებით MK — ფანტასტიკური ჟანრის ორთაბრძოლების ამსახველი სერია, რომლის ავტორები არიან ედ ბუნი და ჯონ ტობიასი. თავდაპირველად სერიას ქმნიდა Midway Games. წლების განმავლობაში თამაშს სხვა ფირმებიც უშვებდნენ, თუმცა 2009 წლიდან მისი მფლობელი Warner Bros. Interactive Entertainment არის.[1]
სერიაზე მუშაობა დაიწყო ჟან-კლოდ ვან დამის ტიპაჟის მიხედვით. ეს იდეა ჩავარდა, მაგრამ მოხდა სერიის გადატვირთვა და წარმატება ჰქონდა არა მხოლოდ ძირითად ვიდეოთამაშებს, არამედ ანიმაციურ და მხატვრულ ფილმებს, სატელევიზიო სერიალებს, კომიქსების წიგნებს, ბარათების თამაშს და სხვა პროდუქციას.
თამაშების ძირითადი ეპიზოდებია Mortal Kombat, Mortal Kombat II, Mortal Kombat 3, Ultimate Mortal Kombat 3 და Mortal Kombat Trilogy. ყველა ეს ეპიზოდი შემუშავებული იქნა ორგანზომილებიანი გრაფიკის გამოყენებით. მონაწილეები იყენებდნენ ხუთ სხვადასხვა საბრძოლო ილეთს.
სერია გამოირჩევა სისხლიანი სცენების დიდი რაოდენობით. თაყვანისმცემლებში განსაკუთრებით პოპულარულია მეტოქის საბოლოო განადგურების მეთოდი Fatality (ფატალურობა). იგი სრულდება ღილაკების გარკვეული კომბინაციის აკრეფის შემდეგ და გამოირჩევა მეტოქის მიმართ გამორჩეული ილეთის გამოყენებით.