MycoBank | |
---|---|
![]() ოფიციალური ლოგო | |
საიტი | mycobank.org |
საიტის ტიპი | ონლაინ-მონაცემთა ბაზა |
რეგისტრაცია | კი |
ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
მფლობელი | ვესტერდეიკის ინსტიტუტი |
ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
MycoBank — ონლაინ-მონაცემთა ბაზა, რომლის მიზანია სოკოების მიკოლოგიური ნომენკლატურის შესახებ ცნობების, აგრეთვე მასთან დაკავშირებული მონაცემების შენახვა და რეგისტრაცია, მაგალითად, ახალი ტაქსონების აღწერები და ილუსტრაციები. პროექტს მართავს ვესტერდეიკის ინსტიტუტი, რომელიც მდებარეობს უტრეხტში, ნიდერლანდებში.[1]
ახალი ტაქსონის სახელწოდების რეგისტრაციისას, ექსპერტები, ნომენკლაუტურული შეცდომების თავის არიდების გზით, მას ამოწმებენ ბოტანიკური ნომენკლატურის საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, ამავდროულად, ავტორების მიერ შემოთავაზებული ყველა ცნობა ოფიციალურ გამოქვეყნებამდე კონფიდენციალურია.
Mycobank-ის ბაზა ინფორმაციას იძლევა სოკოების ტაქსონების აქამდე გამოქვეყნებული ყველა სახელწოდების შესახებ, რანგით სამეფოდან სახეობამდე და უფრო ქვემოთ.
MycoBank სოკოების ნომენკლატურის კომიტეტის მიერ Index Fungorum-თან და Fungal Names-თან ერთად ნომენკლატურულ რეპოზიტორად არის აღიარებული.[2]