![]() | |
![]() | |
ტიპი | საზოგადო |
---|---|
დარგი |
ელექტრონიკა საინფორმაციო ტექნოლოგიები |
დაფუძნდა | 17 ივლისი, 1899 |
სათავო ოფისი | ტოკიო, იაპონია |
მმართველი |
ნაბუჰირო ენდო (თავმჯდომარე) ტაკაში ნიინო (პრეზიდენტი) |
პროდუქცია | სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა, სერვერები, სამომხმარებლო ელექტრონიკა |
შემოსავალი |
![]() |
მთლიანი შემოსავალი |
![]() |
თანამშრომელი | 102,375[1] |
შვილობილ(ებ)ი | NEC Corporation of America |
საიტი | nec.com |
NEC Corporation (იაპონ. 日本電気株式会社 ნიპონ დენკი კაბუსიკი-გაისა?) — საინფორმაციო ტექნოლოგიური სერვისებისა და პროდუქტების პროვაიდერი იაპონური ტრანსნაციონალური კომპანია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ტოკიოს მინატოს რაიონში.[2] იგი მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. 1983 წლამდე კომპანია ცნობილი იყო Nippon Electric Company, Limited-ის სახელწოდებით. ის ასევე Sumitomo Group-ის წევრია.
დაარსდა 1889 წელს ტოკიოში. მისი უცხოური პარტნიორი იყო Western Electric Company of Illinois.[3] თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო სატელეფონო მოწყობილობების წარმოებით. თუმცა 1920-იანი წლებიდან მოყოლებული მოიცვა პრაქტიკულად სატელეკომუნიკაციო სფეროს ყველა მიმართულება.
2013 წლის მონაცემით კომპანიის შემოსავალი 3.0716 ტრილიონ იაპონურ იენას შეადგენდა, ხოლო იმავე წლის მდგომარეობით თანამშრომლების რაოდენობა 102 000-ს აღწევდა. NEC Corporation თავისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობას ეწევა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.