New-Style Super NES | |
---|---|
![]() ![]() | |
![]() ![]() ზემოთ: New-Style Super NES ქვედა: Super Famicom Jr | |
სხვა სახელწოდებები | Super Famicom Jr. |
მწარმოებელი | Nintendo |
პროდუქტის ოჯახი | მეორე თაობა |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
გამოშვების თარიღი |
ჩრდ.ამ. 20 ოქტომბერი, 1997 იაპ 27 მარტი, 1998 |
თავდაპირველი ფასი |
7,800 იაპონური იენი[1] 99.95 აშშ დოლარი |
შეწყდა |
ჩრდ.ამ. 1999[2] იაპ 25 სექტემბერი, 2003 |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | Ricoh 5A22 @ 3.58 მჰც |
ხმა | Nintendo S-SMP |
New-Style Super NES[3] (აგრეთვე ცნობილი მოდელის ნომრით SNS-101,[4] იაპონიაში — Super Famicom Jr. იაპონ. スーパーファミコン ジュニア) — მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, Super Nintendo Entertainment System-ის შემცირებული და გადაკეთებული ვერსია, შექმნილი და გამოცემული კომპანია Nintendo-ს მიერ 1997 წელს.
The New-Style Super NES-ის დიზაინერია ლენს ბარი, რომელსაც აგრეთვე ეკუთვნის NES-ისა Super NES-ის ჩრდილოეთ ამერიკული ვერსიების დიზაინი, ისევე როგორც NES-ის გადაკეთებული ვერსია.[5]
ჩრდილოეთ ამერიკაში კონსოლი გამოვიდა 1997 წლის 20 ოქტომბერს[4] 99.95 დოლარად.[6] კონსოლი იყიდებოდა, როგორც განცალკევებით, ასევე კომპლექტაციით. კომპლექტაციაში მოჰყვებოდა ოთხი თამაშიდან ერთ-ერთი: „Super Mario World 2: Yoshi's Island“, „The Legend of Zelda: A Link to the Past“, „Kirby Super Star“ ან „Tetris Attack“. მისი წარმოება ამ რეგიონში შეწყდა 1999 წელს.
იაპონიაში გამოიცა 1998 წლის 27 მარტს, Super Famicom Jr.-ის სახელწოდებით. მისი მოდელის ნომერი იყო SHVC-101 და ვიზუალურად მეტად წააგავდა ჩრდილოეთ ამერიკულ ვერსიას. იგი იწარმოებოდა 2003 წლის სექტემბრამდე.[7]
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)