Nintendo DSi და XL | |
---|---|
![]() ![]() | |
მწარმოებელი | Nintendo |
პროდუქტის ოჯახი | Nintendo DS-ის ოჯახი |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეშვიდე თაობა |
გამოშვების თარიღი | |
გაიყიდა | 41 მილიონი (30 სექტემბერი, 2014)[2] |
მედია |
ფიზიკური და ციფრული
|
ოპერაციული სისტემა | Nintendo DSi-ის პროგრამული უზრუნველყოფა |
მეხსიერების საცავი |
256 მბ შიდა მეხსიერება SD/SDHC ბარათი (32 გბ-მდე) |
კავშირი | Wi-Fi |
ონლაინ სერვისები |
Nintendo Wi-Fi Connection Nintendo DSi Shop Nintendo Zone |
წინა |
DSi-ის: Nintendo DS (ორიგინალი დიზაინით) Nintendo DS Lite (პირველი დიზაინით) |
შემდეგი | DSi XL-ის: Nintendo 3DS |
Nintendo DSi (იაპონ. ニンテンドーDSi) — მეშვიდე თაობის ორეკრანიანი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ 2009 წლის 1 ნოემბერს იაპონიაში, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვები დაიწყო 2000 წლის აპრილში.
DSi არის Nintendo DS-ს რიგით მესამე ვარიანტი, რომელიც კონკურენციას უწევდა Sony-ს PlayStation Portable-ს (PSP). 2009 წლის 21 ნოემბერს მოცულობით გაზრდილი მეოთხე ვარიანტი სახელწოდებით Nintendo DSi XL.[3]
Nintendo-მ DSi-ზე მუშაობა დაიწყო 2006 წლის მიწურულს,[4] ხოლო დაანონსდა 2008 წლის ოქტომბერში Nintendo-ს კონფერენციაზე ტოკიოში.[5] ბაზარზე გაზრდილმა მოთხოვნამ დაარწმუნა Nintendo შეექმნა თხელ კორპუსიანი კონსოლი დიდი ზომის ეკრანით. შედეგად, კომპანიამ, მეტი წარმადობისთვის მოწყობილობიდან ამოიღო Game Boy Advance-ის კარტრიჯის სლოტი.
კონსოლს ჩაშენებული აქვს ორი ციფრული კამერა, გააჩნია შიდა და გარე საცავის მხარდაჭერა. თამაშების და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა შესაძლებელი იყო ონლაინ-მაღაზია Nintendo DSi Shop-ის მეშვეობით.
კონსოლს წილად ხვდა დადებითი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან. თუმცა IGN-მა და „bit-tech“-მა გააკრიტიკეს იგი ექსკლუზიური პროგრამული უზრუნველყოფის ნაკლებობისა და Game Boy Advance-ის სლოტის გაუქმების გამო. ზოგიერთებმა გააკრიტიკეს კონსოლის კამერა.[6][7] მსოფლიოს მასშტაბით DSi-სა და DSi XL-ის საერთო გაიყდვებმა 41 მილიონი ასლი შეადგინა. 2011 წლიდან Nintendo-მ დაიწყო პორტატიული კონსოლების ახალი ხაზის, Nintendo 3DS-ის გამოცემა.[8]