No-Man | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | არტ-როკი, ტრიპ-ჰოპი, დრიმ-პოპი |
აქტიური | 1987–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
One Little Indian Snapper Music Kscope Epic Records Resurgence/Voiceprint 3rd Stone Ltd. Materiali Sonori Burning Shed Headphone Dust |
წევრები |
ტიმ ბოუნესი სტივენ უილსონი |
ყოფილი წევრები |
სტუდიური: ბენ კოულმენი სტიუარტ ბლეგდენი ცოცხალი გამოსვლები: რიჩარდ ბარბიერი მაიკლ ბერპარკი სტივენ ბენეტი სტივ ბინგემი ენდი ბუკერი პიტერ ჩილვერზი სტივ ჯენსენი მიკ კერნი კრის მეიტლენდი საილეს მეიტლენდი პიტ მორგანი |
საიტი | no-man.co.uk |
No-Man ვიკისაწყობში |
No-Man — ინგლისური არტ-პოპ დუეტი, ჩამოყალიბებული 1987 წელს, როგორც No Man Is An Island (Except The Isle Of Man), ტიმ ბოუნესისა და სტივენ უილსონის მიერ. ჯგუფს გამოცემული აქვს ექვსი სტუდური ალბომი და რამდენიმე კომპილაცია გამოუცემელი სიმღერებით (აღსანიშნავია 2006 წლის All The Blue Changes). ჯგუფს ერთ დროს Melody Maker-ში უწოდებდნენ „ყველაზე წარმოსადგენს, The Smiths-ის შემდეგ“.[1]
თავდაპირველად No-Man-ის მიერ იწერებოდა სემპლებზე აგებული პროტო-ტრიპ-ჰოპი/ემბიენტი/ელექტრო-პოპი. მოგვიანებით მათ შემოიღეს ორგანული, მრავალფეროვანი და ჯგუფის მიერ შესრულებაზე ორიენტირებული ჟღერადობა. მომღერლის-სიმღერების ავტორის, პოსტ-როკის, მინიმალიზმის, პროგრესული როკის, ჯაზისა და თანამედროვე ემბიენტის სინთეზის გამო No-Man-ის მუსიკის ზუსტი ჟანრობრივი განსაზღვრა რთულია.