Nokia Lumia Icon | |
---|---|
![]() | |
მწარმოებელი | Nokia |
სიხშირეთა დიაპაზონი |
2.5G GSM/GPRS/EDGE – 850, 900, 1800, 1900 MHz |
საოპერაციო სისტემა | Windows Phone 8.1 |
მასა | 167 გრ |
ზომა | 137 მმ x 71 მმ x 9.8 მმ |
ფოტოკამერა | 20 MP PureView, Carl Zeiss-ის მიერ დამუშავებული Tessar-ის დიზაინის ლინზებით, ორმაგი LED ფლეშ განათებით, სურათის ოპტიკური სტაბილიზაციით, 2160p ვიდეოს გადაღება - 30 კადრი წამში. |
მეორე კამერა |
1.2 MP, 720p ვიდეო - 30 კადრი წამში. |
ბატარეა | 2420 მილი-ამპერი, აქვს Qi ინტერფეისით უკაბელო დატენვის მხარდაჭერა. |
მეხსიერება | 32 GB შიდა flash მეხსიერება (2 GB RAM) და 15 GB მეხსიერება OneDrive-ზე. |
დაკავშირება |
Wi-Fi :802.11 a/b/g/n/ac Wi-Fi-ის სიგნალით ადგილმდებარეობის დადგენა (WPS) GPS/GLONASS SA-GPS NFC Bluetooth 4.0 Micro-USB 2.0 |
Nokia Lumia Icon არის მაღალი დონის სმარტფონი, რომელიც დამზადდა კომპანია Nokia-ს მიერ და მუშაობს Windows Phone 8.1 ოპერაციულ სისტემაზე, რომელსაც აწარმოებს კომპანია Microsoft-ი. მოდელი დაანონსდა 2014 წლის 12 თებერვალს, და გამოვიდა აშშ-ში Verizon Wireless-ზე (ამერიკის უდიდესი უკაბელო ტელეკომუნიკაციის პროვაიდერი), 2014 წლის 20 თებერვალს.[1][2] ეს მოდელი გამოვიდა ექსკლუზიურად Verizon-ისთვის და აშშ-ს ბაზრისთვის; მისი საერთაშორისო ვერსია არის Nokia Lumia 930.
2015 წლის 11 თებერვალს, Verizon-მა Icon-ისთვის გამოუშვა Windows Phone 8.1 ოპერაციული სისტემა და Lumia Denim განახლება.[3][4]