„Not Now John“ (ქართ. ჯონ, ახლა არა) — მეთერთმეტე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის ალბომზე The Final Cut[1][2]. ის ერთადერთი სიმღერაა ალბომზე, რომელშიც ძირითად ვოკალს დეივიდ გილმორი ასრულებს და მთელ სიმღერას როჯერ უოტერსი არ მღერის. ის გამოიცა სინგლის სახით. ვიდეოში ნაჩვენებია იაპონელი ბავშვი, რომელიც დადის ქარხანაში. მას გზაზე ხვდებიან გოგონა გამოძახებით, მუშები, რომლებიც კარტს თამაშობენ, გეიშები. ის ეძებს ჯარისკაცს, სანამ დიდი სიმაღლიდან გადმოვარდება. დაცემულ ბავშვს პოულობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი (მას თამაშობს ალექს მაკ-ევოი, რომელიც ასრულებს მასწავლებლის როლს ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“).
- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.