OK Computer OKNOTOK 1997 2017

OK Computer OKNOTOK 1997 2017
კომპილაციური ალბომი
გამოცემის თარიღი 23 ივნისი, 2017 (2017-06-23)
ჩაიწერა
  • 4 სექტემბერი 1995 („Lucky“)
  • ივლისი 1996, სექტემბერი 1996 – მარტი 1997
  • მარტი 1998 („Man of War“)
სტუდია
ჟანრი
ხანგრძლივობა 91:39
ლეიბლი ნაიჯელ გოდრიჩი
Radiohead — ქრონოლოგია
A Moon Shaped Pool
(2016)
OK Computer OKNOTOK 1997 2017
(2017)
MiniDiscs [Hacked]
(2019)
სინგლები ალბომიდან OK Computer OKNOTOK 1997 2017
  1. „I Promise“
    გამოცემის თარიღი: 2 ივნისი 2017
  2. „Man of War“
    გამოცემის თარიღი: 22 ივნისი 2017
  3. „Lift“
    გამოცემის თარიღი: 12 სექტემბერი 2017

OK Computer OKNOTOK 1997 2017 — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის 1997 წლის ალბომ OK Computer-ის ხელახალი გამოცემა. გამოვიდა 2017 წლის ივნისში ლეიბლზე XL Recordings, მას შემდეგ, რაც უკანასკნელმა EMI-სგან დაიბრუნა ჯგუფის კატალოგი. OK Computer OKNOTOK 1997 2017 არის რემასტერი, რომელიც აგრეთვე შეიცავს დამატებით სიმღერებს და მანამდე გამოუცემელ სამ სიმღერას „I Promise“, „Man of War“ და „Lift“. სპეციალურ ბოქს-სეტში შეტანილია ნახატებიანი ალბომი, შენიშვნები და აუდიოკასეტა სტუდიური დემოებით და სესიური ჩანაწერებით. განსხვავებით ჯგუფის სხვა ხელახალი გამოცემებისგან, რომლებიც EMI-მ გამოუშვა, OKNOTOK შედგენილია Radiohead-ის პროდიუსერობით.

OKNOTOK-ის გამოცემამდე Radiohead-მა დაიწყო აქტიური სარეკლამო კამპანია, დაფუძნებული პოსტერების და ონლაინ-ვიდეოების გავრცელებაზე. მანამდე გამოუცემელი სამივე სიმღერა გამოვიდა სინგლზე, თანმხლები მუსიკალური ვიდეოებით.


From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne