POST (HTTP)

POST — კომპიუტერულ ტექნოლოგიებში HTTP პროტოკოლით მხარდაჭერილი მოთხოვნის მეთოდი, რომელიც გამოიყენება მსოფლიო აბლაბუდაში. POST-მოთხოვნა ითვალისწინებს, ვებ-სერვერის მიერ მოთხოვნის ტანით შემოსაზღვრული მონაცემების მიღებას, უმეტეს შემთხვევაში – შესანახად.[1] ხშირად გამოიყენება ფაილის ატვირთვისას ან შევსებული ვებ-ფორმის წარსადგენად.

მის საპირისპიროდ, HTTP GET მოთხოვნის მეთოდი განკუთვნილია სერვერიდან ინფორმაციის ამოსაღებად. GET-მოთხოვნის ფარგლებში, გარკვეული მონაცემები შესაძლებელია გადაცემულ იქნას URL-მოთხოვნის სტრიქონში, მაგალითად, ძებნის პირობები, თარიღთა დიაპაზონები, ან სხვა ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნას.

POST-მოთხოვნის ფარგლებში, შესაძლებელია მოთხოვნის ტანით შემოსაზღვრული ნებისმიერი რაოდენობისა და ტიპი მონაცემი გაიგზავნოს სერვერზე. POST-მოთხოვნის სათაურის ველი, როგორც წესი, მიუთითებს შიგთავსის ტიპზე (MIME-Type).

  1. Hypertext Transfer Protocol (HTTP/1.1): Semantics and Content. ციტატა: „The POST method requests that the target resource process the representation enclosed in the request according to the resource's own specific semantics.“ ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2020.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne