Panasonic Q | |
---|---|
![]() | |
სხვა სახელწოდებები | Panasonic GameCube Q |
მწარმოებელი |
Panasonic Nintendo |
პროდუქტის ოჯახი | GameCube |
ტიპი |
ვიდეო თამაშების კონსოლი DVD-დამკვრელი |
თაობა | მეექვსე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 13 დეკემბერი, 2001 |
შეწყდა | 18 დეკემბერი, 2003[1] |
მედია | Nintendo-ს ოპტიკური დისკი, DVD, CD (Audio CD, VCD, MP3 CD) |
ოპერაციული სისტემა | Dolphin OS/DVD Player OS |
პროცესორი | 486 მჰც IBM Gekko |
მეხსიერება | 24 MB |
მეხსიერების საცავი | GameCube Memory Card |
გრაფიკა | ATI Flipper @ 162 MHz |
შეტანა | დისტანციური მართვის პულტი |
კონტროლერის შეტანა | GameCube-ის სათამაშო კონტროლერი |
დაკავშირებული სტატიები | GameCube |
Panasonic Q (იაპონ. パナソニック) — მეექვსე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლი, GameCube-ის ჰიბრიდული ვერსია, რომელიც აღჭურვილი იყო DVD-დამკვრელი მოწყობილობით. სისტემას Nintendo-სთან თანამშრომლობით აწარმოებდა კომპანია Panasonic. კონსოლი ოფიციალურად გამოვიდა 2001 წლის 13 დეკემბერს და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იაპონიის ბაზრისთვის.
GameCube-ს, PlayStation 2-სა და Xbox-ისაგან განსხვავებით არ გააჩნდა DVD-დამკვრელი მოწყობილობა, რაც ნაკლებ კონკურენტუნარიანს ხდიდა მის თანამედროვე კონსოლებთან შედარები. სწორედ ეს გახდა Panasonic Q-ის გამოშვების მთავარი მიზეზი.
კონსოლი მოიხმარდა Gekko-ს 486 მჰც ტაქტური სიხშირის ცენტრალურ პროცესორს, 24 მბ ოპერატიულ მეხსიერებასა და Dolphin OS-ის ოპერაციული სისტემას. კომპლექტში მოყვებოდა GameCube-ის სათამაშო კონტროლერი, დისტანციური მართვის პულტი და AV-კაბელი. კორპუსზე დატანებული ჰქონდა მცირე ზომის LCD ეკრანი.[2] ის თავსებადი იყო GameCube-ის თითქმის ყველა მოწყობილობასთან. მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 439 აშშ დოლარს.[3]
კონსოლმა ვერ დატოვა შესამჩნევი კვალი ვიდეო თამაშების ინდუსტრიაზე, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მაღალი ფასი გახდა. საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 100,000-მდე ეგზემპლარი, შედეგად, 2003 წლის 18 დეკემბერს Panasonic-მა შეწყვიტა კონსოლის წარმოება.[1]