Patrologia Orientalis

Patrologia Orientalis („პატროლოგია ორიენტალის“, აღმოსავლური პატროლოგია) — სირიულ, სომხურ, არაბულ, კოპტურ, გეეზი, ქართულ და სლავურ ენებზე არსებული აღმოსავლეთის ეკლესიების მამათა შრომების სრული გამოცემის მცდელობა. ეს არის გაგრძელება სრული, გავლენიანი და ფუნდამენტური ლათინური და ბერძნული პატროლოგიებისა, რომლებიც IXX საუკუნეში გამოქვეყნდა. მისი გამოცემა დაიწყო 1897 წელს, სახელწოდებით – Patrologia Syriaca ("პატროლოგია სირიაკა", სირიული პატროლოგია), რომელიც შეწყდა და რის შემდეგაც გაგრძელდა გამოცემა სახელწოდებით – Patrologia Orientalis. კრებული დაიწყო იმ ლიტურგიკული ტექსტების გამოცემით, რომლებიც შეხებაში არიან ჰაგიოგრაფიასთან. ამის შემდეგ გამოქვეყნდა ბიბლიის კრიტიკული ტექსტი, თეოლოგიური შრომები, ჰომილიები და წერილები.

გამოცემა ამჟამადაც გრძელდება. წარსულში მისი რედაქტორები იყვნენ René Graffin, (გ. 1941); François Nau (გ. 1931); Max, საქსონიის პრინცი (გ. 1951), ხოლო 1951 წლიდან – François Graffin. I ტომი გამოიცა1904 წელს.


From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne