„Pink Floyd: Live at Pompeii“ | |
---|---|
![]() | |
რეჟისორი | ედრიენ მაბენი |
პროდიუსერი |
სტივ ო’რურკი მიშელ არნო რაინერ მორიცი |
მუსიკა | პინკ ფლოიდი |
ოპერატორი |
უილი კერანტი გეიბორ პოგენი |
მონტაჟი | ხოსე პინეირო |
დისტრიბუტორი | Universal Home Video |
გამოსვლის თარიღი | სექტემბერი, 1972 |
ხანგრძლივობა |
60 წთ (1972) 80 წთ (1974) 92 წთ (რეჟისორის ვერსია) |
ქვეყანა | ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
Pink Floyd: Live at Pompeii — 1972 წლის ფილმი პინკ ფლოიდის შესახებ, რომელშიც ჯგუფი თავის კომპოზიციებს ასრულებს პომპეის ნანგრევების ფონზე. ფილმის რესორია ედრიენ მაბენი. მასალა ჩაწერილია 1971 წლის ოქტომბერში, 24 ფირიან ჩამწერ ტექნიკაზე, მაყურებლის გარეშე.[1]
თავდაპირველად დაგეგმილი იყო ფილმის ლონდონის თეატრში Rainbow, 1972 წლის 25 ნოემბერს პრემიერა. იგი გადაიდო თეატრის მფლობელის, Rank Strand-ის მოთხოვნით. მიზეზად სახელდებოდა ის, რომ ფილმმა არ მიიღო სერტიფიცირება ბრიტანული ცენზურის კომისიისგან და თეატრი, რომელიც მუსიკალური დარბაზი იყო, ფილმისათვის არ იქნებოდა გამოყენებული, ვინაიდან ამით იგი სხვა კინოთეატრებს კონკურენციას გაუწევდა.