PlayStation 4 | |
---|---|
![]() | |
![]() | |
შემქმნელი | Sony Computer Entertainment |
მწარმოებელი |
Sony[1], Foxconn[2] |
პროდუქტის ოჯახი | PlayStation |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მერვე თაობა |
გამოშვების თარიღი |
ჩა 15 ნოემბერი, 2013 ევ 29 ნოემბერი, 2013 იაპ 22 თებერვალი, 2014 |
საცალო გაყიდვაში | 30.2 მილიონი (2015 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით)[3] |
თავდაპირველი ფასი | USD$399.99, €399.99, £349.99 |
გაიყიდა | 60.4 მილიონი (ივნისი, 2017)[4] |
დაიგზავნა | 63.3 მილიონი (ივნისი, 2017))[5] |
მედია | Blu-ray დისკი, DVD |
ოპერაციული სისტემა | PlayStation 4-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა |
პროცესორი | 8 ბირთვიანი AMD x86-64 Jaguar 1.6 გჰც[6] |
მეხსიერება |
8 გბ GDDR5 256 მბ DDR3 ომ[7] |
მეხსიერების საცავი | მყარი დისკი 500 გბ, 1 ტბ (SSD-ის მხარდაჭერა) |
მონიტორი | HDMI (480p, 720p, 1080i, 1080p, და 4K, მხოლოდ სურათებისთვის და ვიდეოებისთვის)[8] |
გრაფიკა | AMD GCN Radeon |
კონტროლერის შეტანა | DualShock 4, PlayStation Move, PlayStation Vita |
კამერა | PlayStation Camera |
კავშირი | 802.11 b/g/n Wireless, Bluetooth 2.1, USB 3.0, Ethernet 10/100/1000 |
ონლაინ სერვისები | PlayStation Network |
წინა | PlayStation 3 |
საიტი | playstation.com/ps4/ |
PlayStation 4 (PS4) — სახლის ვიდეო თამაშის კონსოლი, შექმნილი Sony Computer Entertainment-ის მიერ. დაანონსდა PlayStation-ის პრესკონფერენციაზე 2013 წლის 20 თებერვალს, პრეზენტაცია შედგა E3-ზე და გამოიცა 2013 წლის 15 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 2013 წლის 29 ნოემბერს - ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. როგორც ნაწილი მერვე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებისა და რიგით მეოთხე კონსოლი სერიიდან, იგი კონკურენციას უწევს Nintendo-ს Wii-ის და Microsoft-ის Xbox One-ს.
მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, PS4-ში გამოყენებულია AMD-ის ტექნოლოგია, AMD Fusion ჩაშენებული x86-64 არქიტექტურის გარშემო. AMD-ის განცხადებით, აღნიშნული პროცესორი AMD Fusion არქიტექტურით დამზადებულ პროცესორებს შორის არის "ყველაზე ძლიერი", რომელიც აქამდე შეუქმნიათ. შექმნელებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს სოციალურ ურთიერთობასა და სხვა მოწყობილობებსა და სერვისებთან ინტეგრაციაზე, რითაც შესაძლებელია სინქრონიზაციის მოხდენა Playstation 4, PlayStation Vita-სა და Sony Xperia შორის. ხოლო რაც შეეხება კონტროლერს, იგი საგრძნობლად დაიხვეწა წინა მოდელებთან შედარებით - გაუმჯობესებული ღილაკების, ანალოგისა და ინტეგრირებული ტაჩპადის ჩათვლით. კონსოლი მოიხმარს Orbis ოპერაციულ სისტემას, რომელიც წარმოადგენს FreeBSD 9.0-ის მოდიფიცირებულ ვერსიას[9].
კონსოლის გაყიდვები შესამჩნევად მაღალი იყო. კომპანიის განცხადებით, გაყიდვების პირველ ეტაპზე, PS4 ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროდუქტი აღმოჩნდა Sony-ის კონსოლებს შორის[10]. 2015 წლის მონაცემებით საცალო გაყიდვების რაოდენობამ 30 მილიონს მიაღწია.
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)