PlayStation®5 | |
---|---|
ძირითადი PlayStation 5 კონსოლი და DualSense კონტროლერი | |
სხვა სახელწოდებები | PS5 (აბრევიატურა) |
შემქმნელი | Sony Computer Entertainment |
მწარმოებელი | Sony Corporation |
პროდუქტის ოჯახი | PlayStation® |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეცხრე თაობა |
გამოშვების თარიღი |
ჩრდილოეთ ამერიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა 12 ნოემბერი, 2020 დანარჩენი მსოფლიო 19 ნოემბერი, 2020 |
თავდაპირველი ფასი |
ძირითადი / ციფრული ₾1999 / [---] ¥49,980 / ¥39,98 |
მედია | Ultra HD Blu-ray, Blu-ray, DVD, ციფრული დისტრიბუცია |
ოპერაციული სისტემა | PlayStation 5-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა |
პროცესორი | სპეც. 8 ბირთვი / 16 ნაკადი x86-64-AMD Ryzen™ Zen 2, ცვალებადი სიხშირის 3.5 გჰც'მდე |
მეხსიერება | 16 გბ GDDR6 SDRAM გამტარუნარიანობა: 448 გბ/წ |
მეხსიერების საცავი | სპეც. 825 გბ SSD გამტარუნარიანობა: 5.5 გბ/წ (ნომინალური), ტიპური 8-9 გბ/წ (შეკუმშული) |
მონიტორი | ვიდეო გამომავალი ფორმატები HDMI: 480p, 720p, 1080i, 1080p, 2160p 4K-UHD, 4320p 8K-UHD |
გრაფიკა | სპეც. AMD Radeon™ RDNA 2, 36 CUs @ ცვალებადი სიხშირის 2.23 გჰც'მდე (10.3 ტერაფლოპსი TFLOPS) RTX აჩქარება |
ხმა | სპეც. „Tempest“ Engine 3D Audio |
კონტროლერის შეტანა | DualSense™, DualShock™4, PlayStation®Move |
კამერა | PlayStation Camera |
კავშირი |
|
ონლაინ სერვისები | PlayStation Network, PlayStation Now |
ზომა |
ძირითადი: 390 მმ × 260 მმ × 104 მმ ციფრული: 390 მმ × 260 მმ × 92 მმ |
წონა |
ძირითადი: 4.5 კგ ციფრული: 3.9 კგ |
უკუთავსებადობა | უმეტესი ნაწილი PlayStation 4-ის და PlayStation VR-ის თამაშების |
წინა | PlayStation 4 |
საიტი | ოფიციალური გვერდი |
PlayStation 5 (იაპონ. プレイステーション ファイブ, ოფიციალური აბრევიატურა PS5) — მეცხრე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი შექმნილი Sony Interactive Entertainment-ის მიერ, რომელიც არის იაპონური ტრანსნაციონალური კორპორაცია Sony-ს დანაყოფი. კონსოლი პირველად ანონსირებული იყო 2018 წელს როგორც PlayStation 4-ს მემკვიდრე, ხოლო პირველი დეტალები შემდეგი თაობის კონსოლზე 2019 წლის აპრილში გამოვლინდა. დაიგეგმა გასაშვებად 2020 წლის 12 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში და 2020 წლის 19 ნოემბერს დანარჩენი მსოფლიოსთვის. პლატფორმა გამოვიდა ორ ვარიაციაში ძირითადი Ultra HD Blu-ray ოპტიკური დისკების ამძრავი მოწყობილობით საცალო PS5-ის თამაშების ოპტიკურ დისკებზე, 4K Ultra HD™ ფორმატის დისკების (ფილმები, კონცერტები და სხვა), უკუთავსებადობის მხარდაჭერისთვის PS4-ის თამაშების ოპტიკურ დისკებზე და მეორე ნაკლები ღირებულების PS5 Digital Edition იგივე სიმძლავრის ანალოგი ძირითადი ვერსიისა Ultra HD Blu-ray ოპტიკური დისკების ამძრავი მოწყობილობის გარეშე მხოლოდ ციფრული გადმოწერებისათვის PlayStation Store-ში და ნაკადური (სტრიმინგ) სერვისებისთვის.
PS5-ის მახასიათებლებია — უკომპრომისო, სპეციალურად მოდიფიცირებული, ინტეგრირებული SSD მონაცემთა ულტრამაღალი სიჩქარით გადაცემისთვის რის შედეგად თამაშების ჩატვირთვა მოხდება ფაქტობრივად მომენტალურად და გრაფიკული შესრულება მნიშვნელოვნად გაიზრდება. აპარატურა ასევე აღჭურვილია სპეც. შეკვეთით დამზადებული, ინტეგრირებული AMD Ryzen Zen 2 პროცესორით ცდბ და AMD Radeon RDNA 2 გრაფიკული პროცესორით გდბ. ასევე აქვს RTX-ის, HDR-ის, 4K (2160p) @ 120 კადრი/წამში და 8K (4320p) მხარდაჭერა. აქვს უახლესი აუდიო აპარატურა უპრეცედენტოდ ზუსტი 3D აუდიოს ეფექტების რეალურ დროში მხარდაჭერისთვის და უკუთავსებადობა 4,000 მეტი PlayStation 4 და PlayStation VR-ის ვიდეო თამაშებისთვის რომლებიც "PS5 Game Boost" ფუნქციის მეშვეობით ჩაირთვებიან უფრო სწრაფი და გლუვი კადრების სიხშირით.