PlayStation Portable | |
---|---|
PSP-ის ორიგინალი მოდელი (PSP-1000) და ოფიციალური ლოგო | |
სხვა სახელწოდებები | PSP |
შემქმნელი | Sony Computer Entertainment |
მწარმოებელი | Sony |
პროდუქტის ოჯახი | PlayStation |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეშვიდე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 12 დეკემბერი, 2004 ჩრდ.ამ. 24 მარტი, 2005 ბრაზ 24 მარტი, 2005 INA 24 მარტი, 2005 ევრ 1 სექტემბერი, 2005 აზია 1 სექტემბერი, 2005 აფრ 1 სექტემბერი, 2005 ავსტრ 1 სექტემბერი, 2005 |
შეწყდა |
ჩრდ.ამ. იანვარი, 2014 იაპ ივნისი, 2014 PAL დეკემბერი, 2014 |
გაიყიდა | მსოფლიოში: 82 მილიონი(ნოემბერი, 2013)[1][2][3] |
მედია | UMD, ციფრული დისტრიბუცია |
ოპერაციული სისტემა | PlayStation Portable-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა |
პროცესორი | 333 მგჰ MIPS R4000 |
მეხსიერების საცავი |
Memory Stick Duo, Memory Stick PRO Duo PSP Go: Memory Stick Micro (M2) |
მონიტორი | 480 x 272 პიქსელები 16,777,216 ფერით, 16:9 ფართოფორმატიანი TFT LCD |
ხმა | სტერეო სპიკერი, მონო სპიკერი (PSP-E1000), მიკროფონი (PSP-3000, PSP Go), 3.5 მმ ყურსასმენების პორტი |
კავშირი | Wi-Fi (802.11b) (PSP-E1000-ის გარდა),[4] IrDA (PSP-1000), USB, Bluetooth (PSP Go) |
ონლაინ სერვისები | PlayStation Network |
წონა |
PSP1000: 280 გრამი PSP2000/3000: 189 გრამი PSP GO: 158 გრამი PSP E1000: 223 გრამი |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „Monster Hunter Portable 3rd (4.6 მილიონი) (6 მაისი, 2011)[5] |
უკუთავსებადობა | PSone (მხოლოდ გადმოტვირთვა) |
წინა | PocketStation |
შემდეგი | PlayStation Vita |
PlayStation Portable (შემოკლებით PSP) — პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც შექმნა და გამოსცა Sony Computer Entertainment-მა.[6] კონსოლის გამოცემის შესახებ ინფორმაცია E3 2003-ზე გაცხადდა[7] და 2004 წლის 11 მაისს წარმოადგინეს იგი სონის პრეს-კონფერენციის წინ E3 2004-ზე..[8] სისტემა გამოუშვეს 2004 წლის 12 დეკემბერს იაპონიაში,[9] 2005 წლის 24 მარტს ჩრდილო ამერიკაში,[10] ხოლო PAL რეგიონში ამავე წლის 1 სექტემბერს. როგორც ნაწილი მეშვიდე თაობის კონსოლებისა, კონკურენციას უწევდა Nintendo DS-ს.
გამოსვლისთანავე PSP იქცა ყველაზე მძლავრ პორტატიულ სისტემად და იყო ერთადერთი კონსოლი, რომელმაც რეალური საფრთხე შეუქმნა Nintendo-ს პორტატიული სისტემების დომინანტობას ბაზარზე. (მანამდე SNK-ის და Nokia-ს მცდელობა კრახით დამთავრდა)[11] იმ დროისთვის ის აღჭურვილი იყო მაღალი დონის გრაფიკული პროცესორით[12]. მაშინ როდესაც მისი 4.3 ინჩიანი ეკრანის და მულტიმედიური შესაძლებლობების წყალობით,[13] (როგორებიც არის ვიდეო დამკვრელი და TV-ტუნერი) იმ პერიოდში, PlayStation Portable იქცა ძირითად მობილურ გასართობ მოწყობილობად.[14] მას ასევე გააჩნდა PlayStation 3-სა და ინტერნეტთან მირთების შესაძლებლობა.[15][16] PlayStation Portable არის ერთადერთი პორტატული ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც იყენებს ოპტიკური დისკის ფორმატ Universal Media Disc-ს, როგორც მის ძირითად შენახვის საშუალებად.[17][18]
ორიგინალი PSP-ის მოდელი (PSP-1000) 2007 წელს ჩანაცვლებული იქნა განახლებული და თხელი მოდელით, PSP-2000-ით. 2008 წელს ამას მოჰყვა შემდეგი განახლებული ვერსია - PSP-3000, რომელიც მოიცავდა ახალ ეკრანს და ჩაშენებულ მიკროფონს. სრულიად სახეშეცვლილი ვერსია, PSP Go გამოვიდა 2009 წელს, რასაც მოჰყვა ბიუჯეტური ვერსია PSP-E1000, ხოლო 2011 წლის 11 დეკემბერს, PSP-ის ხაზი ჩაანაცვლა PlayStation Vita-მ. ეს უკანასკნელი უკუთავსებადია PSP-ის თითქმის ყველა თამაშთან, რომელიც ვრცელდება ციფრული სახით PlayStation Store-ის მეშვეობით. 2017 წლიდან მოყოლებული, PlayStation Portable-ის თამაშების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ამ მეთოდით, რადგანაც 2016 წლის 31 მარტს სონიმ შეწყვიტა PSP-ის პირდაპირი წვდომა PlayStation Store-თან.[19] 2014 წლის ბოლოს სონიმ შეწყვიტა PSP-ის წარმოება.[20] მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა კონსოლის 80 მილიონი ასლი.[1]
|accessdate=
, |date=
, და |archivedate=
-ში (დახმარება)