PlayStation Vita

PlayStation Vita

პირველი თაობის PlayStation Vita (PCH-1000)
სხვა სახელწოდებები PS Vita,
Vita
შემქმნელი Sony Interactive Entertainment
მწარმოებელი Sony
პროდუქტის ოჯახი PlayStation
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მერვე
გამოშვების თარიღი
17 დეკემბერი, 2011
შეწყდა 2019
გაიყიდა 14.69 მილიონი (2017 წლის იანვრის მონაცემით)[1]
მედია PS Vita Card, ციფრული დისტრიბუცია PlayStation Network-ის მეშვეობით
ოპერაციული სისტემა PlayStation Vita-ს პროგრამული უზრუნველყოფა
კვება
2200 mAh[2]
  • PCH-1000:
    დაახ. 3-5 სთ თამაშისას, 5 სთ ვიდეოს ყურებისას, 9 სთ მუსიკის მოსმენისას.
    PCH-2000:დაახ. 4-6 სთ თამაშისას, 7 სთ ვიდეოს ყურებისას, 12 სთ მუსიკის მოსმენისას
პროცესორი 2 გჰც-მდე Quad Core ARM Cortex-A9 MPCore[3][4]
მეხსიერება 512 მბ ომ, 128მბ ვიდეომეხსიერება
მეხსიერების საცავი 1 გბ ფლეშ მესხიერება (მხოლოდ PCH-2000 მოდელი)
ამოღებადი საცავი PS Vita-ს მეხსიერების ბარათი (4, 8, 16, 32, 64 გბ)
მონიტორი 5 ინჩიანი (16:9) OLED (PCH-1000) და LCD სენსორული ეკრანი, 17 მილიონი ფერით, 960 x 544 qHD @ 220 ppi
გრაფიკა ოთხბირთვიანი POweVR SGX543MP4+
ხმა სტერეო სპიკერი, მიკროფონი, 3.5 მმ ყურსასმენები
შეტანა
    • უკანა ტაჩპადი
    • 16 × ღილაკი
      (Triangle, Circle, Cross, Square, D-Pad, L, R, Start, Select, PS, Volume ±, Power)
    • 2 × ანალოგური ჩხირი
კამერა წინა და 0.3 მპ უკანა კამერა
სათითური 5 ინჩიანი ტაჩპადი (უკანა მხარეს)
კავშირი IEEE 802.11 b/g/n Wi-Fi, 3G, Blluetooth 2.1 + EDR
ონლაინ სერვისები PlayStation Network
უკუთავსებადობა PlayStation Portable (გადმოტვირთვადი)[5] PSone (გადმოტვირთვადი)
წინა PlayStation Portable
დაკავშირებული სტატიები PlayStation TV

PlayStation Vita (შემოკლებით PS Vita ან Vita) — პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული Sony Interactive Entertainment-ის მიერ. 2011 წლის 6 ივნისს, E3-ის სონის კონფერენციაზე გამოცხადდა მისი დასახელება.[6] კონსოლი იაპონიაში გამოვიდა 2011 წლის 11 დეკემბერს,[7][8] ხოლო ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში — 2012 წლის 22 თებერვალს.[8][9] PS Vita არის PlayStation Portable-ის მემკვიდრე, ეკუთვნის მერვე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ოჯახს და კონკურენციას უწევდა Nintendo 3DS-ს.

კონსოლის ორიგინალ მოდელს გააჩნია 5 ინჩიანი (130 მმ) ორგანული შუქდიოდური (OLED) სენსორული ეკრანი,[10][11] ორი ანალოგური ჯოისტიკი და Bluetooth-ის, Wi-Fi-სა და მესამე თაობის 3G ინტერნეტის მხარდაჭერა. მისი შიდა აპარატული მახასიათებლებია: ოთხ ბირთვიანი ARM Cortex-A9 MPcore-ის ცენტრალური და ოთხბირთვიანი SGX543MP-ის გრაფიკული პროცესორი.[10], 512 მბ ოპერატიული მეხსიერება.[12][13] 2013 წელს ბაზარზე გამოვიდა განახლებული PS Vita 2000 სერია,[14] უმნიშვნელოდ შეცვლილი დიზაინითა და თხელი კორპუსით, რომელსაც გაუმჯობესებული აქვს ბატარეიის ხანგრძლივობა[15] და OLED ეკრანი ჩანაცვლებული აქვს LCD ეკრანით.[16]. Sony-მ 2013 წელს გამოუშვა PlayStation TV,[17]რომელსაც გააჩნდა სათამაშო კონსოლის მსგავსად ტელევიზორზე მიერთების და გამოსახულების მიღების ფუნქცია, თუმცა 2015 წელს, სონიმ, PS TV-ის ვარიანტის გამოშვება შეწყვიტა.[18]

2017 წლის მონაცემით გაიყიდა კონსოლის 14,69 მილიონი ეგზემპლარი.[1] გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო 25 ერთეული თამაში. თამაშების უმრავლესობა ვრცელდება PS Vita ბარათის მეშვეობით[19][20] და იყიდება მაღაზიებში, მაშინ როდესაც ზოგიერთი თამაში ისეთი, როგორიც არის „Tales from Space: Mutant Blobs Attack“, „Super Stardust Delta“ და „Escape Plan“, შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით და ხელმისაწვდომია მხოლოდ PlayStation Store-ზე.[21] მასზე თავსებადია მისი წინამორბედის, PlayStation Portable-ის რამდენიმე თამაში. მასზე ასევე ხელმისაწვდომი იყო PlayStation Mobile-ის თამაშები, თუმცა აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეწყდა 2015 წლის სექტემბერს.[22]

მიმოხილვების აგრეგატორ Metacritic-ზე დაყრდნობით, ორიგინალი Vita-ს შიდა აპარატული შესაძლებლობები დადებითად მიიღეს კრიტიკოსებმა.[23] თუმცა მას ხშირად აკრიტიკებენ თამაშების ბიბლიოთეკის ნაკლებობისა და აკუმულატორის მცირე ხნიანობის გამო.

  1. 1.0 1.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის vgchartz1 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  2. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის CBS_Interactive არ არის მითითებული ტექსტი; $2
  3. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის NowGamer არ არის მითითებული ტექსტი; $2
  4. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის electronics არ არის მითითებული ტექსტი; $2
  5. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის PSVitaFAQ არ არის მითითებული ტექსტი; $2
  6. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Vita Reveal არ არის მითითებული ტექსტი; $2
  7. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Joystiq არ არის მითითებული ტექსტი; $2
  8. 8.0 8.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის cavg არ არის მითითებული ტექსტი; $2
  9. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის FEBRelease არ არის მითითებული ტექსტი; $2
  10. 10.0 10.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის GamesRadarTech არ არის მითითებული ტექსტი; $2
  11. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის TechSpecs არ არის მითითებული ტექსტი; $2
  12. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის RAM არ არის მითითებული ტექსტი; $2
  13. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის RAMchat არ არის მითითებული ტექსტი; $2
  14. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის famitsu20130909 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  15. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის psvredesign არ არის მითითებული ტექსტი; $2
  16. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის vita_news არ არის მითითებული ტექსტი; $2
  17. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის kotaku არ არის მითითებული ტექსტი; $2
  18. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის GameInformerVitaTV არ არის მითითებული ტექსტი; $2
  19. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის EngadgetJan27 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  20. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის auto არ არის მითითებული ტექსტი; $2
  21. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის USGamerDigital არ არის მითითებული ტექსტი; $2
  22. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Gizmodo_UK არ არის მითითებული ტექსტი; $2
  23. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის MetacriticFeature არ არის მითითებული ტექსტი; $2

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne