Players Tour Championship — სნუკერის დაბალრეიტინგული ტურნირების სერია, რომელიც შედგება 12 ეტაპისაგან (ექვს-ექვსი ინგლისსა და კონტინენტურ ევროპაში), აგრეთვე ფინალური ტურნირისგან (PTC-ის გრანდფინალი). სერია მიმდინარეობს თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში — ივნისიდან მარტამდე.
12 ტურნირიდან თითოეულში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა პროფესიონალს მეინ-ტურიდან და ყველა მსურველ მოყვარულს. თუკი მონაწილეთა რაოდენობა 128 მოთამაშეს აღემატება (ამ რიცხვზეა გათვლილი ნებისმიერი ეტაპის ძირითადი ბადე), ტარდება კვალიფიკაციის წინასწარი რაუნდი. ყოველ ეტაპზე სათამაშოდ მოთამაშემ უნდა გადაიხადოს £ 100. ფინალურ ტურში გადის 24 მოთამაშე, რომლებმაც ყველაზე მეტი საპრიზო დააგროვეს და მონაწილეობა მიიღეს არანაკლებ 6 ეტაპში (სამი ინგლისური და სამი ევროპული).
ტურნირის ყველა მატჩი იმართება 4 გამარჯვებამდე.