Quebec Magnetic | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
ვიდეო — | ||||
გამოცემის თარიღი | 11 დეკემბერი, 2012 | |||
ჩაიწერა | პეპსის კოლიზეუმი, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი, 2009 | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი | |||
ენა | ინგლისური | |||
ლეიბლი | Blackened Recordings | |||
მეტალიკა — ქრონოლოგია | ||||
|
Quebec Magnetic — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 2012 წლის 11 დეკემბერს გამოსული საკონცერტო ვიდეო ალბომი. ვიდეოში ნაჩვენებია კვებეკში, პეპსის კოლიზეუმში, ჩატარებული ორი შოუ 2009 წელს, მათი World Magnetic ტურნეს ფარგლებში.[1][2] ეს ალბომი მეტალიკის საკუთარ ლებლზე, Blackened Recordings, გამოსული პირველი ალბომია.[3]
ალბომის გამოსვლა გამოცხადდა 2012 წლის 20 სექტემბერს; მეტალიკის გულშემატკივრები ინტერნეტის საშუალებით ირჩევდნენ ორ შოუს, რომლებიც მთლიანად იქნებოდა წარმოდგენილი ალბომში, ხოლო დანარჩენი სიმღერები — როგორც „დამატებითი“.[1] უკვე 22 ოქტომბერს ალბომის სიმღერების სია, გამოშვების თარიღი და გარეკანის გაფორმება ცნობილი გახდა.[2] 19 ნოემბერს გამოვიდა ალბომის 33 წამიანი ტრეილერი.[4]
დაახლოებით 14 000 ეგზემპლარი გაიყიდა ალბომის გამოშვებიდან პირველივე კვირაში, ხოლო თავად ალბომმა მეორე ადგილი დაიკავა ბილბორდის საუკეთესო მუსიკალური ვიდეოების ჩარტში.[5]