R-Zone | |
---|---|
![]() | |
![]() | |
მწარმოებელი | Tiger Electronics |
ტიპი | პორტატიული კონსოლი |
თაობა | მეხუთე თაობა |
გამოშვების თარიღი | 1995 |
შეწყდა | 1997 |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
წინა | Quiz Wiz |
შემდეგი | Game.com |
R-Zone — მეხუთე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, (თავდაპირველად თავზესადგამი, მოგვიანებით პორტატიული კონსოლი) წარმოებული და გამოცემული კომპანია Tiger Electronics-ის მიერ. კონსოლი წარადგინეს ამერიკის სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე 1995 წლის თებერვალში,[1] ხოლო გამოვიდა იმავე წლის ბოლოს.[2]
ორიგინალი R-Zone შეიცავდა თავზე გასაკეთებელ მოწყობილობას და ბატარეებზე მომუშავე განცალკევებულ სათამაშო კონტროლერს[3][4] თითოეულ სათამაშო კარტრიჯს გააჩნდა საკუთარი გამჭირვალე LCD ეკრანი, რომელიც მაგრდებოდა ზემოთ აღნიშნულ მოწყობილობაზე, ისე, რომ ეკრანი პირდაპირ მოთამაშის თვალს უსწორდებოდა.[5] კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 29,99 აშშ დოლარს.
1996 წლის ბოლოს გამოვიდა კონსოლის პირველი ვარიანტი — R-Zone Super Screen, რომლის ფასი წინამორბედის მსგავსად, 29,99 აშშ დოლარი ღირდა.[6] მას გააჩნდა ნაწილობრივ ფერადი ეკრანი, რაც ნიშნავდა იმას, რომ თამაშის დროს უკანა ფონი ფერადი იყო, ხოლო მასში ასახული ანიმაცია შავ-თეთრი. ეკრანის ზომა შესამჩნევად გაზრდილი იყო სხვა მოდელებთან შედარებით.[6]
1997 წელს გამოვიდა კონსოლის სრულიად პორტატიული ვერსია — X.P.G. Xtreme Pocket Game,[3] რომელიც აგრეთვე იყენებდა AAA-ბატარეებს. მალე ამას მოჰყვა მორიგი პორტატიული ვერსიის The R-Zone DataZone გამოცემა.
მიუხედავად დაბალი ფასისა, R-Zone მეტად წარუმატებელი პროდუქტი აღმოჩნდა და მისი წარმოება შეწყდა 1997 წელს. ის, აგრეთვე უარყოფითად დაახასიათეს კრიტიკოსებმა. „Chicago Tribune“-ის ჟურნალისტმა დეივიდ ჯოუნსმა „ფულისა და დროის უაზრო ხარჯვა“ უწოდა.[2] 2008 წელს GamesRadar+-ის ჟურნალისტმა მიკელ რეპარაზმა R-Zone შეიყვანა სიაში „იმ დროში გამოსული 10 ყველაზე ცუდი კონსოლი“.[7]
|accessdate=
-ში (დახმარება)