Resident Evil

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ Resident Evil (მრავალმნიშვნელოვანი).
Resident Evil

სერიის ორიგინალი ლოგო
ჟანრები Survival horror, მესამე პერსონაჟის მსროლელი
დეველოპერ(ებ)ი Capcom
გამომცემელი Capcom
შემქმნელ(ებ)ი სინძი მიკამი
პლატფორმები
პირველი გამოცემა „Resident Evil“
22 მარტი, 1996
ბოლო გამოცემა „Resident Evil Village“
2021
ოფიციალური საიტი residentevil.net

Resident Evil“ (ქართ. ბოროტების სავანე) ორიგინალური იაპონური გამოცემა „Biohazard“ (იაპონ. バイオハザードシリーズ) — Survival horror-ის ჟანრის მედია ფრენჩაიზი, შექმნილი სინძი მიკამის მიერ, რომელიც წარმოადგენს ვიდეო თამაშების კომპანია Capcom-ის საკუთრებას. თავდაპირველად ფრენჩაიზი მოიცავდა Survival Horror-ის ჟანრის ვიდეო თამაშების სერიას, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიქმნა კომიქსები, რომანები, თამაშზე დაფუძნებული ფილმების სერია „ბოროტების სავანე“, აგრეთვე გამოვიდა „Resident Evil-ის ანიმაციური ფილმების სერია. თამაშის სიუჟეტი ძირითადად ეთმობა რამდენიმე პერსონაჟის ბრძოლას ზომბებთან და სხვა მონსტრებთან, რომლებიც გაჩნდნენ ბიოლოგიური იარაღის T-ვირუსის გავრცელების შედეგად. T-ვირუსი შეიქმნა ფიქციური კორპორაცია Umbrella Corporation-ის ლაბორატორიებში.

სერიის პირველი თამაში „Resident Evil“ გამოიცა 1996 წელს. თავდაპირველად იგი გამოუშვეს PlayStation-ზე, თუმცა შემდგომ კი Sega Saturn-სა და PC-ს პლატფორმებზეც, 2015 წლის მდგომარეობით, Resident Evil-ის გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 78 მილიონამდე ასლს. იგი გახდა Capcom-ის ყველაზე გაყიდვადი ფრენჩაიზი. „Resident Evil“-მა უდიდესი წვლილი შეიტანა Survival horror-ის ჟანრის განვითარებაში. სერია იყო მოქმედებითი და საშინელებათა ფილმის ინსპირირებული სიუჟეტის, გამოკვლევის და თავსატეხების გადაჭრის ნაზავი, რაზეც გავლენა მოახდინა ადრეულმა საშიელებათა ჟანრის თმაშებმა „Sweet Home“-მა და „Alone in the Dark“-ის სერიებმა. მაგრამ „Resident Evil 4“-დან მოყოლებული, სერია დაემსგავსა უფრო მესამე პირის შუტერს ნაკლები გამოცანებით და მეტი აქცენტი დაეთმო ბრძოლებს.


From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne