Resident Evil 4 | |
---|---|
![]() GameCube-ის ჩრდილოეთ ამერიკული ვერსიის გარეკანის ფოტო | |
დეველოპერ(ებ)ი | Capcom Production |
გამომცემელი |
|
პლატფორმ(ებ)ი | GameCube, PlayStation 2, Microsoft Windows, Wii, Zeebo, iOS, PlayStation 3, Xbox 360, Android, PlayStation 4, Xbox One |
გამოსვლის თარიღი |
11 იანვარი, 2005
|
ჟანრ(ებ)ი | Survival horror, მესამე პირის შუტერი |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | სინძი მიკამი |
პროდიუსერ(ებ)ი | ჰიროიუკი კობაიასი |
დიზაინერ(ებ)ი |
ჰიროსი სიბატა სიგენორი ნისიკავა კოძი კაკაე |
პროგრამისტ(ებ)ი | კიოჰიკო საკატა |
მხატვარი |
|
სცენარისტი |
სინძი მიკამი ჰარუო მურატა |
კომპოზიტორი |
მისაო სენბონგი სუსაკუ უტიამა |
Resident Evil 4, იაპონურად ცნობილი როგორც Biohazard 4 — Survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, შემუშავებული და გამოცემული კომპანია Capcom-ის მიერ. ეს არის რიგით მეექვსე ნაწილი Resident Evil-ის სერიიდან და თავდაპირველად გამოვიდა GameCube პლატფორმისთვის, 2005 წლის იანვრის თვეში ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში, ხოლო ევროპასა და ავსტრალიაში 2005 წლის მარტს.
Resident Evil 4-ის სიუჟეტი მიმდინარეობს 2004 წელს, მეორე ნაწილის მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ, აშშ-ის მთავრობის სპეც აგენტის, ლეონ ს. კენედის-ის გარშემო, რომელსაც აგზავნიან საიდუმლო კულტის მიმდევრების მიერ მოტაცებული, აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილის, ეშლი გრეჰემის გადასარჩენად.[4] ესპანეთის ერთ-ერთ სოფელში მოგზაურობისას ლეონი იბრძვის ადგილობრივი ორდის წინააღმდეგ და თანამშრმლობას ამყარებს საიდუმლო აგენტ ადა ვონგთან.
გეიმპლეი არის მესამე პირის ხედვით და ორიენტრირებულია ფიზიკურ მოქმედებასა და ორმხრივ შეტაკებაზე დიდი რაოდენობით მტრის ჯგუფის წინანღმდეგ გახსნილ სივრცეში. კამერა განთავსებული არის პერსონაჟის უკან და იარაღის დამიზნებისას იძლევა ხედვის მასშტაბის გაფართოების საშუალებას.[5]
პირველი ხმები თამაშის შესახებ გაჟღერდა 1999 წელს და შექმნამდე დიდი გზა განვლო. [6] შემქმნელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა სინძი მიკამი. ორიგინალური გამოცემის გამოსვლიდან ნახევარი წლის შემდეგ, თამაში პორტირებული იქნა პლატფორმა PlayStation 2-ზე. 2011 წლის 20 სექტემბერს PlayStation 3-სა და Xbox 360-ზე გამოვიდა HD-რემასტერინგული ვერსია მაღალი სიხშირით.
Resident Evil 4-მა მიიღო უმაღლესი შეფასებები ვიდოე თამაშების მიმოხილველებისგან. გადაეცა უამრავი ჯილდო, მათ შორის წლის თამაშის ტიტული სხვადასხვა გამოცემებისგან.[7][8][9] ის იქცა წარმატებულ მრავალ-პლატფორმულ თამაშად და დიდი წვლილი მიუძღვის survival horror-ისა და მესამე პირის შუტერის ჟანრის განვითარებაში. Resident Evil 4 ფართოდ არის აღიარებული ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად. საერთო განხილვების საიტებზე შედეგები ამგვარად გადანაწილდა: GameRankings; GC — 95.83%, [10] PC — 74.24%,[11] PS2 — 95.85%,[12] PS3 — 85.18%,[13] Wii — 91.59%,[2] Xbox 360 — 86.97% [14]; Metacritic; GC — 96/100,[15] PC — 76/100,[16] PS2 — 96/100,[17] PS3 — 84/100,[18] Wii — 91/100,[1] Xbox 360 — 84/100.[19]
თამაში წარმატებული აღმოჩნდა კომეცრიულადაც, Capcom-ზე დაყრდნობით, ყველა პლატფორმაზე გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 5.9 მილიონ ასლს.[20] 2010 წელს გამოვიდა სერიის გაგრძლება Resident Evil 5.
<ref>
;
სქოლიოსათვის MC_Wii
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის GR_Wii
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის IGN_Wii
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის quote
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის softpedia
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის IGN
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის gameinformer
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის gamespot
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის famitsu
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის GR_NGC
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის GR_PC
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის GR_PS2
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის GR_PS3
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის GR_360
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის MC_NGC
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის MC_PC
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის MC_PS2
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის MS_PS3
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის MS_360
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის Guinness World
არ არის მითითებული ტექსტი; $2