S.F. Sorrow

S.F. Sorrow
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი დეკემბერი 1968 (ბრიტანეთი)
აგვისტო 1969 (აშშ)
ჩაიწერა ები-როუდის სტუდიები, 1968
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 40:59 (ორიგინალური)
68:10 (ხელმეორე გამოცემა)
ლეიბლი Columbia SX-6306 (მონო), SCX-6306 (სტერეო)
აშშ: Rare Earth RS-506
პროდიუსერი ნორმან სმითი, ინჟინერი: პიტერ მიუ
The Pretty Things — ქრონოლოგია
Emotions
(1967)
S.F. Sorrow
(1968)
Parachute
(1970)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars[1]
The Guardian5/5 stars[2]
Pop Matters4/5 stars[3]
Rolling Stone(არაკეთილგანწყობილი)[4]

S.F. Sorrow — ჯგუფ The Pretty Things-ის მეოთხე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1968 წელს.

S.F. Sorrow, ერთ-ერთი პირველი როკ-ოპერა, ეფუძნება ჯგუფის ვოკალისტ და გიტარისტ ფილ მეის მიერ გამოგონილ ისტორიას. ალბომი სიმღერების სტრუქტურის სტილს ატარებს და მსმენელს მოუთხრობს სებასტიან ფ. მწუხარეს (Sorrow) ამბავს, დაბადებიდან - სიყვარულამდე, ომამდე, ტრაგედიამდე, შეშლილობამდე და მოხუცებულობის პერიოდის იმედის გაცრუებამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომი როკ-ოპერა არის, ჯგუფ The Who-ს წევრები ამტკიცებდნენ, რომ მას პიტ ტაუნზენდსა და Tommy-ს (1969) შექმნაზე გავლენა არ ჰქონია. თუმცა, The Pretty Things ასე არ თვლიდა [5] და მის წევრთა მტკიცებულებებს არაერთი კრიტიკოსი ეთანხმებოდა.[6]

ალბომის ჩაწერა დაიწყო ები-როუდის სტუდიებში, 1967 წლის ნოემბერში, სიმღერით „Bracelets of Fingers“. ორი სიმღერა, რომელიც ალბომისთვის შეიქმნა, „Talking About the Good Times“ და „Walking Through My Dreams“, სინგლების სახით 1968 წლის თებერვალში გამოიცა. 1968 წლის მარტში დრამერმა სკიპ ალანმა ჯგუფი მოულოდნელად, პარალელურად გაბმული რომანის გამო დატოვა და მისი ადგილი დაიკავა ტვინკმა (ჯონ ჩარლზ ოლდერმა), რომლის ჯგუფი Tomorrow იმ პერიოდში დაიშალა.

EMI-ს პერსონალიდან შერჩეულ პროდიუსერ ნორმან სმითის (რომელიც The Beatles-ის ადრეულ ჩანაწერებზე მუშაობდა და პინკ ფლოიდის The Piper at the Gates of Dawn ჩაწერა) და ინჟინერი პიტერ მიუს მონაწილეობით ჯგუფი ცდებს ატარებდა უახლეს ხმოვან ტექნოლოგიასთან, იყენებდა რა მელოტრონისა და ადრეული ელექტრონული გენერატორების ეფექტებს, რასაც ემატებოდა ები-როუდის სტუდიების ტექნიკოსთან მიერ სპეციალურად შემუშავებული მოწყობილობები.

ფილ მეი კატეგორიულად აღნიშნავდა, რომ სმითი იყო ერთადერთი EMI-დან, რომელიც ამ პროექტს მხარს უჭედა და რომ მისი ტექნიკური გამოცდილება ალბომის ამბიციური, ექსპერიმენტული ჟღერადობისათვის ფასდაუდებელი აღმოჩნდა. მეი სმითს ჯგუფის მეექვსე წევრადაც თვლიდა, რაც კონტრასტში შედიოდა პინკ ფლოიდის უკმაყოფილებასთან.

ალბომზე მუშაობა დასრულდა 1968 წლის სექტემბერში, ფინალური სიმღერით „Loneliest Person“. „Private Sorrow“ და „Balloon Burning“ 1968 წლის ოქტომბერში სინგლებზე გამოიცა, ხოლო ალბომი - შემდეგ თვეში, როდესაც გაყიდვაში გამოვიდა The Beatles-ის White Album, როლინგ სტოუნზის Beggars Banquet და The Kinks-ის The Kinks Are the Village Green Preservation Society. EMI-ს ალბომის რეკლამირებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა არ მიუღია.

S.F. Sorrow გამოვიდა როგორც მონო, ასევე სტერეო-ვერსიის სახით. ლეიბლმა Snapper Records წლების შემდეგ ორივე CD-ზე გამოსცა, თუმცა ჯგუფის წევრები უპირატესობას ანიჭებდნენ მონო-მიქსს.

  1. Allmusic review
  2. https://www.theguardian.com/music/2010/may/06/pretty-things-sf-sorrow-cd-review
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-06-29.
  4. Bangs, Lester (7 February 1970). „Records“. Rolling Stone. San Francisco: Straight Arrow Publishers, Inc. (51): 40. ციტირების თარიღი: 21 May 2017.
  5. THE POP LIFE; The First Rock Opera (No, Not 'Tommy')
  6. Logan, Nick; Woffinden, Bob (1977). The Illustrated Encyclopedia of Rock (First Edition). New York: Harmony Books.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne