![]() | |
ტიპი |
კაბუსიკი გაისა შვილობილი კომპანია |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა |
22 ივლისი, 1978 (როგორც Shin Nihon Kikaku Corporation) 1 აგვისტო, 2001 (როგორც Playmore Corporation) |
პროდუქცია |
ვიდეო თამაშების კონსოლები არკადული თამაშები სლოტ აპარატები მობილური თამაშები |
შემოსავალი |
![]() |
სუფთა მოგება |
![]() |
მფლობელი | Orient Securities Co., Ltd. |
თანამშრომელი | 123 (2016) [2] |
საიტი | SNK-Corp.co.jp |
SNK Corporation (იაპ 株式会社SNK), ოფიციალურად დარეგისტრირებული, როგორც SNK[3] — იაპონური კომპანია, რომელიც ქმნის ვიდეო თამაშებს, აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფას. იგი არის SNK Corporation-ის მემკვიდრე. კომპანია დაარსდა 1978 წლის 22 ივლისს ეიკიჩი კავასაკის მიერ, ქალაქ სუიტაში, ოსაკა, იაპონია.
SNK ყველაზე მეტად ცნობილი არის Neo Geo-ს სერიის არკადული ავტომატის, სახლისა და პორტატიული კონსოლების შექმნით. 2001 წელს ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა კონსოლის სერიის წარმოების შეჩერება და კომპანიის დახურვა.[4] 2001 წლის 7 ივლისს კავასაკიმ დააარსა ახალი კომპანია Playmore Corporation,[5] ხოლო ოქტომბრის თვეში Playmore-მა შეიძინა ყველა ინტელექტუალური საკუთრება, რასაც კი ყოფილი SNK Corporation ფლობდა. 2003 წელს Playmore Corporation გადაკეთდა SNK Playmore Corporation-ნად.[6][7]
ძირითადად კომპანია ორიენტირებული არის ვიდეო და არკადული თამაშების შექმნასა და გამოცემაზე, ასევე აპარატურის წარმოებაზე. თუმცა 2004 წლიდან იგი შეუდგა სლოტ-აპარატების შემუშავებას.[8] 2009 წლიდან SNK აქტიურად მონაწილეობს მობილური თამაშების ბიზნესში[9]