Safri Duo — დანიური პერკუსიული დუეტი, რომელშიც შედიან უფე სევერი და მორტენ ფრიისი. თავდაპირველად ისინი კლასიკურ მუსიკას ასრულებდნენ, მაგრამ 1999 წელს ერთ-ერთი ლეიბლის წარმომადგენელმა მათთან კონტრაქტი გააფორმა და დუეტმა სცადა მუსიკაში ელექტრონული მოტივების დამატება. შედეგად შეიქმნა Played-A-Live (The Bongo Song), რომელიც 2001 წელს ევროპაში ერთ-ერთ წარმატებულ სინგლად იქცა. როგორც ეს სინგლი, ასევე შემდგომ გამოცემული ალბომი Episode II, გაიყიდა მილიონი ასლის ოდენობით.