Sandinista! | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 12 დეკემბერი, 1980 | |||
ჩაიწერა | თებერვალი - მაისი, აგვისტო, 1980 | |||
ჟანრი | პანკ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:24:29 | |||
ლეიბლი | CBS, Epic | |||
პროდიუსერი | მიკი დრედი, The Clash | |||
The Clash — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Sandinista! | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Blender | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Punknews.org | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
რობერტ კრისტგოუ | A−[4] |
Rolling Stone | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Sandinista! — პანკ-როკ ჯგუფ The Clash-ის მეოთხე სტუდიური ალბომი. ის გამოიცა 1980 წლის 12 დეკემბერს, CBS Records-ზე, სამმაგი ალბომის სახით. მასზე შესულია 36 სიმღერა, თითო გვერდზე — 6.[6][7] ალბომზე იგრძნობა 1980-იანი წლების ეთნიკური მუსიკის ტენდენციები, ის შეიცავს რეგის, ჯაზს, გოსპელს, როკაბილის, ფოლკს, დაბს, რიტმ ენდ ბლუზს, კალიფსოსა და რეპს.[6][7][8] ამ ალბომზე სიმღერების ავტორებად მითითებული იყო The Clash და არა სტრამერი/ჯოუნსი, როგორც ეს წინა ალბომებზე იყო.[7] ეს ასევე The Clash-ის ერთადერთი ალბომია, რომელზეც ოთხივე წევრი მღერის მთავარ ვოკალს. ტოპერ ჰიდონს აქვს მთავარი ვოკალის პარტია Ivan Meets G.I. Joe-ში, ხოლო პოლ სიმონონს – The Crooked Beat-ში.[7]
ერთ-ერთი ვერსიით, ჯგუფმა უარი თქვა ალბომის პირველი 200 000 ასლის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე, რათა დაეთანხმებინათ ლეიბლი ალბომის დაბალ ფასად გაყიდვაზე.[9][10] ალბომს სახელი ეწოდა ნიკარაგუული სოციალისტური პოლიტიკური პარტიის, სანდინისტების მიხედვით. მისი კატალოგის ნომერი, 'FSLN1' კი წარმოადგენს პარტიის სრულ სახელწოდების აკრონიმს — Frente Sandinista de Liberación Nacional (სანდინისტური ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი).[8][9][11]
Sandinista! დასახელდა წლის ალბომად The Village Voice-ის კრიტიკოსების გამოკითხვაში. ის აგრეთვე შევიდა როლინგ სტოუნის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში 404-ე ადგილზე.[8]
|series=
(დახმარება)