Scottish Masters — სნუკერის პროფესიონალური არასარეიტინგო ტურნირი, იმართებოდა 1981—2002 წლებში (1988 წლის გამოკლებით). ტურნირი ლონდონური მასტერსისა და Irish Masters ანალოგიური იყო და ტარდებოდა წლის დასაწყისში. ტურნირი იმართებოდა შოტლანდიის სხვადასხვა არენაზე. ევროპის კანონმდებლობაში თამბაქოს კომპანიების მიერ სპორტული ტურნირების სპონსორირებისა და რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, ტურნირმა შეწყვიტა არსებობა. ჯილდო სამჯერ მოიპოვეს სტივ დეივისმა, სტივენ ჰენდრიმ და რონი ო'სალივანმა.