Server Side Includes (SSI) არის მარტივი სერვერული სკრიპტული ენა რომელიც პრაქტიკულად მარტო web ისთვისაა ღირებული. როგორც სახელი მიგვანიშნებს ძირითადი დანიშნულება ამ ენისა არის ერთი ფაილის შიგთავსისი მეორეში ჩამატება, როდესაც ვებ სერვერი ამ უკანასკნელს დაამუშავებს და მას კლიენტს გაუგზავნის. მაგალითად ფაილის შიგთავსი (.html, .txt, ა.შ.) რომელიც რაიმე ყოველდღიურად განახელებად ინფორმაციას შეიცავს შესაძლებელია ვებ გვერდში შემდეგი ბრძანებით მოვათავსოთ:
<!--#include virtual="../news.txt" -->
ასეთი სახის შიგთავსის მოთავსება მოსახერხებელია მაგალითად ნავიგაციის მენიუებისათვის და საერთოდ როდესაც რამე შიგთავსი რამოდენიმ-გან/ჯერ უნდა იქნას გამოყენებული. მაგალითად apache ვებ სერვერს საწყისი კონფიგურაციით ასრულებს SSI დირექტივებს .shtml or .shtm გაფართოებების ფაილებში. რაღა თქმა უნდა შეიძლება apacheს ისე დაკონფიგურირება რომ სხვა გაფართოებების ფაილებშიც მოხდეს SSI დირექტივების შესრულება. შეიძლეაბ ითქვას რომ SSI პატარა, ავტომატიზირებული დავალებებისათვის არის მოსახერხებელი. თუ საჭიროა უფრო რთული დამუშავება, perl-ს, php-ს, asp-ს ა.შ. ვერ ავუვლით გვერდს.