„Shake the Disease“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი — Depeche Mode | ||||
ალბომიდან The Singles 81→85 | ||||
B-მხარე | Flexible | |||
გამოსვლის თარიღი | 29 აპრილი 1985 | |||
ჩაიწერა | 1985 | |||
ჟანრი | ახალი ტალღა | |||
ხანგრძლივობა | 4:48 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Mute Records | |||
ავტორ(ებ)ი | მარტინ გორი | |||
პროდიუსერი | Depeche Mode, დენიელ მილერი, გერეთ ჯონსი | |||
Depeche Mode — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
მუსიკალური ვიდეო | ||||
"Shake the Disease" YouTube-ზე |
Shake the Disease — ინგლისური ელექტრონული ჯგუფ Depeche Mode-ის დისკოგრაფიაში რიგით მე-13 სინგლი. იგი გამოიცა ბრიტანეთში, 1985 წლის 29 აპრილს, როგორც სინგლი კრებულიდან The Singles 81→85. თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი ალბომში Black Celebration შეტანა, მაგრამ მუშაობა ამ სიმღერაზე დასრულებული იქნა ალბომის გამოცემამდე დიდი ხნით ადრე, ამიტომ გადაწყდა მისი პოპულარული სინგლების კრებულში დამატება.
სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია პიტერ კერი. კლიპში გამოყენებულია იმ დროისთვის ნოვატორული ტრიუკი, დაკავშირებული კამერის მოძრაობასთან, რაც ქმნის ეფექტს, თითქოს ჯგუფის წევრები (რომლებიც ვიდეოში მონაწილეობენ) ვარდებიან.