Sinclair User | |
---|---|
![]() | |
მოკლე სათაური | SU |
სპეციალიზაცია | კომპიუტერული ჟურნალი ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა |
ენა | ინგლისური |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | ECCP Publications Ltd (აპრილი, 1982-აგვისტო, 1984) EMAP (სექტემბერი, 1984- მაისი, 1993) |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
პუბლიკაციის ისტორია | პირველი ნომერი: აპრილი,1982 მეორე ნომერი აპრილი, 1993. |
გამოცემის სიხშირე | ყოველთვიური |
ISSN | 02625458 |
Sincliar User (შემოკლებით SU) — კომპიუტერული და ვიდეო თამაშების ჟურნალი, რომელიც ძირითადად ეძღვნებოდა Sinclar Research-ის მიერ შემუშავებულ სახლის კომპიუტერებს, განსაკუთრებით კი — ZX Spectrum-ს. (ასევე მოiცავდა არკადულ თამაშებს). თავდაპირველად გამოსცემდა კომპანია ECCP Publications, ხოლო მოგვიანებით EMAP. გამოდიოდა დიდ ბრიტანეთში 1982-1993 წლებში. სულ გამოიცა 134 ნომერი[1]. მსგავსად სხვა ჟურნალებისა, Sinclar User მოიცავდა ვიდეო თამაშების მიმოხილვებს, პრევიუებს, სიახლეებს, რჩევებს, მკითხველთა წერილებს და ა.შ.
1992 არპრილის თვეში ჟურნალი CRASH შეისყიდა ბრიტანლულმა მედია კომპანია EMAP-მა და ორი ჟურნალი CRASH და Sincliar User ფორმალურად გაერთიანდა ერთში, თუმცა ამ ქმედებამ განაპირობა ის, რომ Sincllar-ის რამდენიმე ნომრის გარეკანზე ფიგურირებდა CRASH-ის ლოგო.
აშშ-ში გამოიცემოდა ჟურნალის სპინოფ ვერსია Timex Sinclar User, თუმცა ჟურნალმა მალევე შეწყვიტა არსებობა[2].