Sony Ericsson C905

Sony Ericsson C905 — ამავე სახელწოდების კორპორაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი C (Cybershot) კლასის მობილური ტელეფონი, რომელსაც სონი ერიქსონის 2008 წლის ფლაგმანად ასახელებენ. ხსენებული მოდელი დღის სინათლეს ამავე წლის ოქტომბრის თვეში იხილავს. ესაა არაკორეაში დამზადებული პირველი 8-მეგაპიქსელის მქონე კამერიანი მობილური ტელეფონი GPS-ის, A-GPS-ის და WiFi მხარდაჭერით. ესაა აგრეთვე სონი ერიქსონის მიერ გამოშვებული პირველი ტელეფონი DLNA გაზიარების ქსელის მხარდაჭერით.


From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne