Strawberry Fields Forever — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Magical Mystery Tour, რომელიც გამოვიდა 1967 წელს. სიმღერის ავტორია ჯონ ლენონი, ხოლო ავტორებად მითითებულები არიან ლენონი/მაკ-კარტნი. სიმღერა დაიწერა გადარჩენის არმიის კუთვნილ ბაღში თამაშების გავლენით.[1] ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში არის მემორიალი, რომლის სიმღერის პატივსაცემად სახელს Strawberry Fields ატარებს.[2][3] 2004 წელს ამ სიმღერას-ს მიენიჭა #20 პოზიცია Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის“ ჩარტში.[4]