სერიიდან: |
მოქმედებითი თამაშები |
---|
Survival Horror — ვიდეო თამაშის ჟანრი, შთაგონებული საშინელებათა ლიტერატურით, სადაც მოთამაშის ძირითად მიზანს წარმოადგენს გადარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ Survivol Hororr, შუტერის, მოქმედებითი თამაშისა და მოქმედებითი-სათავგადასავლო თამაშების მსგავსად მოიცავს მოწინააღმდეგის განადგურებას, ამ პროცესს ხშირად ართულებს ტყვია-წამლის უკმარისობა, ჯანმრთელობის დაბალი მაჩვენებელი და სხვა შეზღუდვები. ასევე ჟანრის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ახალი ნივთების მოძიება და თავსატეხების გადაჭრა.
როგორც წესი, ამ ჟანრის თამაშები მოთამაშეს სთავაზობენ საშიში ლაბირინთისმაგვარი ვირტუალური სამყაროდან თავის დაღწევას, გამოსავლის ძებნას, ასევე მოულოდნელად გახდეს მტრებისა და სხვადასხვა სახის მონსტრების თავდასხმის მსხვერპლი.
Survival Horror მიჩნეული არის საშინელებათა თამაშის ქვეჟანრად.[1][2] ტერმინი „survival horror“ პირველად გამოიყენეს 1996 წელს, Resident Evil გამოსვლის შემდეგ, რომლის შთაგონების წყაროდ იქცა 1989 წელს გამოცემული სშინელებათა ელემენტების მქონე თამაში, Sweet Home. Resident Evil 4-ის გამოსვლის შემდეგ, ჟანრმა თავის თავში მოიცვა მოქმედებითი, პირველი და მესამე პირის მსროლელის ელემენტები, რამაც ვიდეო თამაშების ჟურნალისტებს აიძულა ემსჯელათ ძველი ჟანრის განდევნასა და ახალი ჟანრის, „Action Horror“-ის დაბადებაზე.[3][4][5][6]